ვიღაცამ 2017 წლის Dodge Challenger-ი 1969 წლის Camaro-დ გადააკეთა
Aa
Aa

ვიღაცამ 2017 წლის Dodge Challenger-ი 1969 წლის Camaro-დ გადააკეთა

ამ მასლქარს ორი ლეგენდარული ავტომობილის ნაწილები აქვს, მაგრამ შედეგი არც თუ ისე შთამბეჭდავია.

Mecum-ის აუქციონზე იშვიათი და გიჟური ავტომობილები ხშირად გვხვდება, თუმცა, ეს უკვე ზედმეტია. აუქციონში გამარჯვებული ერთის ნაცვლად ორ ავტომობილს მიიღებს. რასაც სურათებში ხედავთ, ადრე 2017 წლის Dodge Challenger-ი იყო. ახლა კი 1969 წლის Camaro-ს რეპლიკაა.

ერთი შეხედვით, 1969 წლის Camaro-ს მართლაც მოგაგონებთ. როგორც კი კარგად დაუკვირდები, ყველაფერი აშკარა ხდება. უკანა ნაწილი ისე გამოიყურება, თითქოს საბარგული ღიაა.

რაც შეეხება მალსქარის წინა ნაწილს, მეოთხედი პანელები წინა დგართან არაფერ შუაშია. ცხვირი ისე გამოიყურება, როგორც ამ მოდელის ისტორიაში არც ერთი Camaro-ს.

რა თქმა უნდა, როცა ავტომობილის სხვისთვის დამსგავსებას ცდილობ, ეს გარკვეულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. მით უმეტეს, როცა ეს ავტომობილები ერთმანეთისგან რამდენიმე ათწლეულითაა დაშორებული. შესაბამისად, განსხვავებული დიზაინი და ინჟინერია აქვს.

საინტერესოა, რომ Mecum-ის აუქციონმა ამ ავტომობილს მათი „ვარსკვლავი“ უწოდა. საინტერესოცაა და უცნაურიც, რადგან ეს აუქციონი არაერთ სუპერქარს ყიდის.

თუმცა, ვინც ამ ავტომობილს შეიძენს, თავისი მიზეზებიც ექნება. კაპოტის ქვეშ 5.7-ლიტრიანი V8 ძრავაა, რომელიც 375 ცხენის ძალას და 555ნმ-ს გამოიმუშავებს. ეს ძალა უკანა თვლებზე 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით ნაწილდება.  

მსგავსი სიახლეები