Aston Martin-ების ნარინჯისფერი კოლექცია აუქციონზე იყიდება
Aa
Aa

Aston Martin-ების ნარინჯისფერი კოლექცია აუქციონზე იყიდება

ნარინჯისფერი Aston-ისთვის უჩვეულო ფერია.

სტერეოტიპული ფერი Aston Martin-ისთვის ბრიტანული სარბოლო მწვანეა ან ვერცხლისფერი ჯეიმს ბონდის ფილმებიდან. ეს კოლექცია კი საერთო სურათიდან ამოვარდნილია და Bonhams-ის აუქციონზე იყიდება.

აუქციონი 8 ოქტომბერს ბელგიაში გაიმართება ნარინჯისფერი თემატიკა ავტომობილის სალონშიც გრძელდება. ეს ავტომობილები მფლობელმა 2010 წელს შეუკვეთა.

ნარინჯისფერი კოლექცია Aston Martin-ის ყველა იმ მოდელისგან შედგება, რომლებიც იმ დროისთვის იყო ხელმისაწვდომი: ყველა DBS, DB9, V8 Vantage კუპე და კაბრიოლეტი, V12 Vantage კუპე და Rapide სედანი.

DB9, DBS და Rapide მოდელებს ატმოსფერული 5.9-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს, V8 Vantage მოდელებს კი - 4.7-ლიტრიანი V8. DB9 და DBS მოდელები მოგვიანებით DB11-ით ჩაანაცვლეს, რომელსაც, DB12 მოდელი მოჰყვა. Vantage 2019 წელს განაახლეს. Rapide კი საერთოდ აღარ გამოდის.

ყველა ავტომობილი შვეიცარიის მოთხოვნების მიხედვითაა აწყობილი.

აუქციონის წინასწარი შეფასებებით, Rapide და V8 Vantage მოდელები 60,000 ევროს ფარგლებში გაიყიდება. V12 Vantage 50,000-80,000-ად არის შეფასებული. DB9 მოდელების ფასი კი დაახლოებით 90 000 ევროა.

ყველაზე ძვირადღირებული Aston Martin-ები, DBS კუპე და კაბრიოლეტი, Bonhams-ის შეფასებით, 120,000 ევროს ფარგლებში უნდა გაიყიდოს.

მსგავსი სიახლეები