იაპონიის გრან პრიზე ფერსტაპენის თასი ნიდერლანდების დროშის ფერში აინთო
Aa
Aa

იაპონიის გრან პრიზე ფერსტაპენის თასი ნიდერლანდების დროშის ფერში აინთო

იაპონიის გრან პრის გამარჯვებულს ინოვაციური თასი გადასცეს. როცა მაქს ფერსტაპენმა თასს აკოცა, პრიზი დროშის ფერებში განათდა!

ფორმულა 1-ის პოდიუმზე არაერთი ორიგინალური თასი გვინახავს. თუმცა, იაპონია რის იაპონია იქნებოდა, რომ არა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. Lenovo-მ და Pininfarina-მ გადაწყვიტეს, რომ ისეთი თასი გაეკეთებინათ, რომელიც კოცნის დროს აინთებოდა.

პრიზი ფორმულა 1-ის ბოლიდის ჰაერის შემწოვითაა შთაგონებული და ფერადი სინათლეებითაა სავსე. შუაში სიტყვა „მაკოცე“ აწერია და გარშემო სინათლის თეთრი წრითაა შემოფარგლული.

როცა რბოლის გამარჯვებულმა მაქს ფერსტაპენმა თასს აკოცა, ის წითლად, ლურჯად და თეთრად, ნიდერლანდების დროშის ფერებში აინთო.

Lenovo-ს განმარტებით, თასმა ყველა პილოტის ტუჩის ანაბეჭდის საფუძველზე იცოდა, თუ რა ფერში უნდა ანთებულიყო. უცნაურია, არა?

ამავე ტექნოლოგიით დამზადებულ თასს ოსტინში ამერიკის შეერთებული შტატების გრან პრიში გამარჯვებულიც მიიღებს. ეს რბოლა 22 ოქტომბერს გაიმართება.

The winners' trophy lighting up in the Dutch flag after Max gives it a kiss
byu/im-baba-yaga informula1

მსგავსი სიახლეები