ახალი ძლიერი „ხარი“: Lamborghini Huracan Evo RWD Spyder
Lamborghini Huracan-ის ვერსიების წარმოებას აფართოებს.
Lamborghini Huracan-ის რამდენიმე ძლიერი ვერსია უკვე არსებობს: ოთხივეწამყვანი Evo კუპე, ოთხივეწამყვანი Evo კაბრიოლეტი და უკანაწამყვანი Evo კუპე. ახლა მათ მეოთხეც დაემატება: Lamborghini Huracan Evo RWD Spyder-ი. ის გადახდადი სახურავით და უკანაწამყვანია. რაც მთავარია, ისეთივე ძლიერი, როგორც სხვა ვესიები.
Huracan Evo RWD Spyder-ს 5.2-ლიტრიანი V10 ძრავა და 7-სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფი აქვს, ისევე, როგორც მის მონათესავე სხვა ვერსიებს. ავტომობილს 610 ცხენის ძალა და 560ნმ აქვს. 0-100კმ/სთ-მდე 3.5 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 325კმ/სთ.
The Evo RWD Spyder-ს სახურავი ელექტრონულად ეხურება. 50კმ/სთ-ზე ნაკლებ სიჩქარეზე მისი დახურვა 17 წამშია შესაძლებელი. V10-ის ხმა სალონში შემოდის. მყიდველებს სახურავის ფერის არჩევა შეუძლიათ. Lamborghini ფერების ფართო არჩევანს გვთავაზობს, როგორც მანქანის, ასევე სახურავის. 19-იანი დისკები Pirelli P Zero საბურავებშია შეფუთული. 20-ინჩიანი დისკების და კარბონ-კერამიკული მუხრუჭების არჩევა შესაძლებელია.
მანქანის კონსტრუქციაში მსუბუქი დეტალებია გამოყენებული: ალუმინის და კარბონის. სახურავის კონსტრუქციის გამო, Evo RWD Spyder-ი საკმაოდ მსუბუქია. ის მხოლოდ 1421 კილოგრამს იწონის. სალონში სხვა ვერსიების მსგავსი მდგომარეობაა: საინფორმაციო-გასართობი სისტემის 8.4-ინჩიანი ეკრანი Apple CarPlay-თ.
პირველი Huracan Evo RWD Spyder-ები ამერიკის ბაზარზე ამ ზაფხულს გამოჩნდება. მისი ფასი $229,428-დან დაიწყება და ყველაზე იაფიან Huracan-ებს შორის მეორე ადგილს დაიკავებს. სხვა ვერსიების ფასებია:
- Evo RWD Coupe - $208,571
- Evo AWD Coupe - $261,274
- Evo AWD Spyder - $291,095