მყიდველები ერთგულებას მხოლოდ Porsche-ს და Toyota-ს მიმართ იჩენენ
კონკურენციის მატებასთან და ავტომობილების ევოლუციასთან ერთად მომხმარებელი საყვარელი ბრენდისადმი ერთგულებას კარგავენ.
ბოლო წლებში საავტომობილო კონკურენცია პიკს აღწევს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ყოველმხრივ ცუდი ავტომობილის შეძენა რთულია. ამ პირობებში კი, როგორც ჩანს, მომხმარებლები საყვარელი ბრენდებისადმი ნდობას კარგავენ.
„ავტომობილების ხელმისაწვდომობის გაზრდამ მომხმარებლებს უფრო ფართო არჩევანი შესთავაზა, რამაც ბრენდების მიმართ ერთგულების დაკარგვა გამოიწვია,“ - აცხადებს J.D. Power-ის ვიცე პრეზიდენტი. „გარდა ამისა, ადამიანები, რომლებიც ერთსა და იმავე ავტომობილს დიდი ხნის განმავლობაში იტოვებენ, მიწოდების ჯაჭვის დარღვევას უფრო უკავშირდება, ვიდრე ბრენდისადმი ერთგულებას,“ - დაამატა მან.
თუმცა, ტაისონ ჯომინი აცხადებს იმასაც, რომ მყიდველებში ერთგულების მოპოვების შესაძლებლობა ბრენდებს დღეს მაინც აქვთ. თუ კომპანიები ხალხს აწყობის შესანიშნავ ხარისხსა და მფლობელობის კარგ გამოცდილებას შესთავაზებენ, მყიდველები მათ აუცილებლად დაუბრუნდებათ.
ამჟამად, პრემიუმ ბრენდებში, ერთგულების ინდექსით Porsche ზედიზედ 2 წელია ლიდერობს. ამ კომპანიისადმი ერთგულება მომხმარებლებში 56.8%-ით არის შეფასებული. მას Mercedes-ი 50.5%-იანი ნიშნულით მოჰყვება. მასიური ბაზრებისთვის კი ერთგულების ინდექსის 60%-იანი მაჩვენებლით Toyota ბატონობს. მას „ჰონდა“ მოჰყვება, რომელსაც 55%-იანი ერთგულების ინდექსი აქვს.
პრემიუმ კლასის ბრენდებში საკმაოდ დიდი კონკურენციაა. მაგალითისთვის, BMW-ს ერთგულების ინდექსი 56.1-ია, რაც Porsche-ს 0.7%-ით ჩამორჩება. ასევე, განსხვავებული სურათია SUV-ების კატეგორიაში.
თქვენ რომელი ბრენდისადმი ხართ ერთგული? შეიცვალა თუ არა ბოლო წლებში რამე? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.