Rivian, მექანიკოსი
Aa
Aa

ხელოსანმა Rivian-ს მფლობელი 41 000$-ის გადახდას გადაარჩინა

შეკეთების პროცესში შესაძლოა ავტომობილს პანორამული ჭერის მოხსნა და მთლიანი გვერდის დაშლა ყოფილიყო საჭირო.

ალბათ, ავტომობილის დეტალიზაციის ან მშრალი ყინულით წმენდის ვიდეოები ხშირად გინახავთ. ეს ყოველივე მაშინ უფროა ამაღელვებელი, როდესაც საქმე ძვირადღირებულ ან გამორჩეულ ავტომობილს ეხება. თუმცა, არაფერი გვრის ავტომოყვარულს ისეთ კმაყოფილებას, როგორც ავტომობილის გაღუნული დეტალების გასწორება.

ადამიანები, რომლებიც ავტომობილის კორპუსის პანელებზე კარგად მუშაობენ ნამდვილი ჯადოქრობის ჩატარება შეუძლიათ. მათი საქმიანობა კი ჯადოქრობად ხშირად იმიტომ ფასდება, რომ მცირე სამუშაოს შესასრულებლად სხვა სახელოსნოები ხშირად მთლიანი გვერდის ან პანელის მოჭრას ითხოვენ. ამ სტატიაში ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე უნდა მოგიყვეთ.

ქვემოთ მიბმულ ვიდეოში მეტ ბოიეტი დაზიანებულ Rivian R1T-ზე მუშაობს. ამ ელექტრომობილს 1 000 კმ-იც არ აქვს გარბენი. მის მფლობელს კი ავტომობილი ერთ მშვენიერ დილას ასეთ მდგომარეობაში დახვდა. სადილერომ კი მისი აღდგენის სანაცვლოდ 41 000$ მოითხოვა. დიახ, სწორად წერია.

რატომ ასეთი ფასი? ავტომობილი ქარხანაში უნდა გაგზავნილიყო, სადაც პანორამული ჭერი და ბატარეებიც უნდა მოეხსნათ. ეს ნიშნავს, რომ მთელი მანქანა უნდა დაშლილიყო. აშშ-ში კი ამ სამუშაოს 500$-ად არავინ შეასრულებს. განსაკუთრებით ოფიციალურ დაწესებულებაში. მფლობელმა კი, როგორც ხედავთ, გამოსავალი იპოვა. ბოიეტმა, თავის გუნდთან ერთად, ავტომობილი ორ დღეში შეაკეთა.

ამ სამუშოს შესასრულებლად მათ სხვადასხვა ხელსაწყოები გამოიყენეს. საბოლოოდ პანელს პირვანდელი ფორმა დაუბრუნეს. თუმცა, პროცესში ფოლადს ნაკეცები მაინც დაეტყო. სწორედ აქ ჩაატარეს ხელმარჯვე ოსტატებმა ჯადოქრობები. პანელის ბოლომდე გასწორებას ის ართულებდა, რომ შიგნიდან ის რთულად მისადგომი იყო. საბოლოო შედეგი კი ისეთია, როგორიც ყველა კრიტიკულ ავტომოყვარულს ესიამოვნებოდა.

ბოიეტს არ გაუმხელია თუ რამდენი გადაიხადა Rivian-ის მფლობელმა გაწეული სამუშაოსთვის. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ შეკეთება 2 დღეში შესრულდა, ეს ყოველივე 41 000$-ზე გაცილებით ნაკლები უნდა დამჯდარიყო.

თქვენ როგორ შეაფასებდით ამ სამუშაოს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები