Copart-ზე - ვიღაცამ უახლესი Ford Mustang-ი უკვე დაამტვრია
2024 წლის Ford Mustang-ს ბორბლები და სავალი ნაწილები აქვს დაზიანებული, სხვა დანარჩენი კი იდეალურად გამოიყურება.
სულ რამდენიმე კვირაა, რაც 2024 წლის Ford Mustang-ი გამოვიდა და უკვე მისი დაზიანებული ეგზემპლარის შეძენა აუქციონზეა შესაძლებელი. სურათზე ნაჩვენები ავტომობილი Copart-ზეა გამოტანილი. ავტომობილის დაზიანება კატასტროფული არაა, თუმცა მისი შეკეთება იაფი ნამდვილად არ დაჯდება.
Atlas Blue Metallic-ის საღებავში შეღებილი მანქანა ჩიკაგოშია. ეს ფერი ამ მოდელს საოცრად უხდება. როდესაც მას ცხვირზე შეხედავთ იფიქრებთ, რომ ის წუნდაუდებელ მდგომარეობაშია, მაგრამ საკმარისია პროფილში შეხედოთ მას და ყველაფერი ცხადი ხდება.
სურათებში ჩანს, რომ ორივე უკანა ბორბალი თავისი პოზიციიდან არის ამომხტარი. სავარაუდოდ, სერიოზულად არის დაზიანებული დაკიდების სისტემის უკანა მხარე. ამ ყოველივეს შეკეთება ძვირი დაჯდება. სამწუხაროდ, დაზიანებები კორპუსზეც ჩანს. უკანა ბამპერი მძღოლის მხარეს დაჩხაპნილია, ხოლო ფრთა შეღუნული. სხვა მხრივ კი ეს Ford-ი იდეალურია. ზუსტად ამიტომაა დამაინტრიგებელი ის, თუ რა სიტუაციაში დაზიანდა ავტომობილი.
ერთადერთი იდეა, რაც მოგვდის ისაა, რომ ავტომობილი მოსრიალდა და ბორბლებით ბორდიურებს დაეჯახა. სურათებში ჩანს, რომ მგზავრის მხარეს არსებული უკანა დისკი დაზიანებულია.
Copart-ის მიხედვით, ავტომობილის ღირებულება დაზიანებამდე 52 886$ იყო. ახლა კი ეს ავტომობილი, მაღალი ალბათობით, 40 000$-ზე ნაკლებად გაიყიდება.
როგორ ფიქრობთ, რა დაზიანება ექნება ავტომობილს ისეთი, რაც სურათებში არ ჩანს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.