McLaren, F1, რეკორდი
Aa
Aa

McLaren-მა F1-ში ბორბლების შეცვლის რეკორდი მოხსნა - 1.80 წამი!

წინა რეკორდი Red Bull-ს ეკუთვნოდა, როდესაც მათ 2019 წელს ბორბლები 1.82 წამში შეცვალეს.

გასულ კვირას F1-ში, საკმაოდ დაძაბული, კატარის გრან პრი ჩატარდა. რბოლა სტარტიდანვე სანახაობრივი გამოდგა. Mercedes-ის გუნდი ნაკადს პირველივე მოსახვევში ავარიის გამო ჩამორჩა. ცალკე საკითხი იყო სიცხეც, რომელსაც პილოტები ძლივს უძლებდნენ. თუმცა, ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ McLaren-ის გუნდმა „პიტ სტოპის“ რეკორდი დაამყარა. 

27-ე წრეზე ლანდო ნორისი „ბოქსებში“ შევიდა. მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მისი გუნდი ისტორიას დაწერდა. მექანიკოსებმა ბორბლები 1.80 წამში შეცვალეს და პილოტი ტრეკზე გაუშვეს. წინა რეკორდი Red Bull-ის გუნდმა 2019 წელს დაამყარა. მათ ეს საქმე 1.82 წამში შეასრულეს. დიახ, რეკორდი 0.2 წამით გაუმჯობესდა. ეს მიღწევა კიდევ უფრო დასაფასებელია მას შემდეგ, რაც 2022 წლის რეგულაციების მიხედვით დისკები უფრო გაიზარდა.

„პიტ სტოპის“ გარდა McLaren-ი ბოლო დროს რბოლებშიც წარმატებულია. ბოლო ორ ეტაპზე მათ ზედიზედ ორჯერ ორმაგი პოდიუმი დააფიქსირეს.

მსგავსი სიახლეები