ეკოლოგიურად სუფთა ელექტრო ფურგონი: Ford Transit 2022
Aa
Aa

ეკოლოგიურად სუფთა ელექტრო ფურგონი: Ford Transit 2022

  • „ფორდმა“ გამოაცხადა, რომ 2022 წლის Transit-ის მოდელთა ჩამონათვალში ელექტრო ვერსია დაემატება
  • „ფორდის“ სატვირთო ფურგონს FordPass Charging Network-თან წვდომა ექნება, რომელიც საჯაროდ მისაწვდომი ყველაზე დიდი ქსელია.
  • ახალი ელექტრო ფურგონი სხვადასხვა კომერციულ კომპლექტაციაში იქნება.

2022 სამოდელო წლისთვის Ford Transit-ს სრულიად ელექტრო ვერსია ემატება. ის Mustang Mach-E-ს და ელექტრო F-150-ს შემოუერთდება და "ფორდის" ტრიო ამერიკის ელექტრომობილების ბაზარს ერთიანად შეუტევს.

„ფორდის“ განცხადებით ახალი ელექტრო „ტრანზიტი“, რომელსაც მხოლოდ შეერთებულ შტატებში აწარმოებენ, კომპანიების მდგრადობის მიზნების მიღწევაში დაეხმარება. Mustang Mach-E-ს ნაირად, ახალ „ტრანზიტს“ წვდომა FordPass Charging Network-თან ექნება, რომელიც ყველაზე ფართო საჯარო ქსელს წარმოადგენს. შეერთებულ შტატებსა და კანადის ტერიტორიაზე, ჯამში ქსელი 35 000 დატენვის წერტილს და 12 500 დამტენ სადგურს მოიცავს.

ელექტრო ტრანზიტი FordPass Connect-ის მოდემით იქნება აღჭურვილი, რომელსაც 4G LTE Wi-Fi HotSport-ის მხარდაჭერა ექნება, რომელსაც მძღოლის გადაადგილების მონაცემებს კომპანიის მენეჯერთან გადააგზავნის. შესაბამისად მენეჯერს GPS Tracking-ის მეშვეობით გადაადგილების ნახვის გარდა ავტომობილის დიაგნოსტიკის საშუალება ექნება.

დამატებით, ყველა ელექტრო „ტრანზიტის“ საბაზო კომპლექტაცია ავტომატური საგანგაშო დამუხრუჭების და ფეხით მოსიარულეთა შემჩნევის, წინა შეჯახების გაფრთხილების, შეჯახების შემდგომი დამუხრუჭბის, ზოლში სიარულის დამხმარე და ავტომატური შორი ნათების მაშუქების სისტემებით იქნება აღჭურვილი.

მსგავსი სიახლეები