Ferrari, სიჩქარის რეკორდი, 296 GTB
Aa
Aa

ყველაზე სწრაფი უკანაწამყვანი - Ferrari 296 GTB 100კმ/სთ-ს 2.4 ავითარებს

ჰიბრიდული ძალოვანი აგრეგატის მქონე 296 GTB 402 მეტრს 9.7 წამში ფარავს.

Ferrari 296 GTB-ს „დამწყები სუპერქარების“ ბაზარი ახალ საფეხურზე აჰყავს. ავტომობილს ფურცელზე ზუსტად ისეთი წარმადობა აქვს, რაც რამდენიმე წლის წინ გამოშვებულ ფლაგმანებს ჰქონდათ. სინამდვილე კი თეორიისგან ხშირად განსხვავდება ხოლმე. ამ ავტომობილმა ახლახან საოცარი შედეგი დააფიქსირა. თქვენს წინაშე მსოფლიოში ყველაზე სწრაფი უკანა წამყვანი მანქანაა!

296 GTB-ზე ტესტებს Car and Driver-ი ატარებდა. გეტყვით, რომ ეს კომპანია ავტომობილებზე 1956 წლიდან მუშაობს. შესაბამისად, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობაში და კომპეტენციაში ეჭვს ნამდვილად ვერ შევიტანთ. 3.0-ლიტრიანი ორტურბინიანი V6 Ferrari-ის ამ მოდელში ელექტრო აგრეგატთან არის დაწყვილებული. ეს უკანასკნელი ძრავასა და ტრანსმისიის შორის არის განთავსებული. სრულ დატვირთვაზე მუშაობისას 296 GTB 819 ცხენის ძალასა და 740 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.


მაქსიმალური შედეგის საჩვენებლად Car and Driver-მა ავტომობილი გაშვების და მოჭიდების კონტროლის სისტემების გააქტიურებით დააფიქსირა. ეს საკმაოდ ჭკვიანური ტექნოლოგიები გახლავთ. შედეგად, მანქანამ 60 მილი (96 კმ/სთ) 2.4 წამში აკრიფა და მსოფლიო რეკორდიც დააფიქსირა. შედარებისთვის გეტყვით, რომ ამ ავტომობილის კონკურენტებს - McLaren Artura-ს და Lamborghini Huracan STO-ს - სიჩქარის ამ მაჩვენებლამდე მისაღწევად 2.6 წამი სჭირდებათ.

296 GTB კლასში 60 მილის შემდეგაც ლიდერობს. ეს მანქანა 160 კმ/სთ-მდე 4.7 წამში ჩქარდება. ამ მაჩვენებლით ის McLaren-სა და Lamborghini-ის თითქმის წამს უგებს. 242 კმ/სთ-ის განსავითარებლად მოდელს 9.7 წამის სჭირდება და ამ დროში ის 402 მეტრს ფარავს.



296 GTB-ი მხოლოდ აჩქარებით არ გახლავთ განსაკუთრებული. ეს ავტომობილი რეგენერაციული სამუხრუჭე სისტემის დახმარებით გასაოცრად ამუხრუჭებს. ცნობისთვის, წინ 10-დგუშიანი სუპორტები გვაქვს. 112 კმ/სთ-ის გადაადგილებისას ავტომობილს გასაჩერებლად 40 მეტრიც არ დასჭირდა. ამ მონაცემით მან McLaren-ის კიდევ ერთ ასპექტში ჩამოიტოვა.

როგორ შეაფასებდით 296 GTB-ის? დააფიქსირეთ თვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები