საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი იზრდება
საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 9 თვეში საქართველოში 1 336 ერთეული (37,353 მლნ აშშ დოლარი) ელექტროძრავიანი ავტომობილი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 913 ერთეული (20,089 მლნ აშშ დოლარი), ხოლო 2021 წლის იანვარ-სექტემბერში - 251 ერთეული (4,782 მლნ აშშ დოლარი)
ამასთან, წელს იმპორტირებული ელექტრომობილების 52,1% აშშ-ზე მოდის, შემდეგია ჩინეთი 26%-ით და იაპონია 6,8%-ით.
გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც 2023 წლის 9 თვეში ყველაზე მეტი ელექტრომობილი შემოვიდა:
ტოპ-5 ქვეყანა:
⚫ აშშ - 697 ერთეული (15,413 მლნ აშშ დოლარი)
⚫ ჩინეთი - 356 ერთეული (11,107 მლნ აშშ დოლარი)
⚫ იაპონია - 91 ერთეული (629.2 ათასი აშშ დოლარი)
⚫ გერმანია - 87 ერთეული (6,740 მლნ აშშ დოლარი)
⚫ არაბთა გაერთიანებული საამიროები - 40 ერთეული (1,428 მლნ აშშ დოლარი)
⚫ აღსანიშნავია, რომ საშუალოდ, ერთი ელექტრომობილის ღირებულება 27-28 ათასი დოლარია.
წყარო: bpn.ge