აღმართის დაძლევა, თენგო გოგილაშვილი
Aa
Aa

თენგო გოგილაშვილი საქართველოს ჩემპიონია

Crystalbet-ის სახელით მონაწილე მრბოლელმა აღმართის დაძლევის ბოლო ეტაპიც ტრიუმფით დაასრულა.

29 ოქტომბერს 2023 წლის სეზონის აღმართის დაძლევის ბოლო და გადამწყვეტი ეტაპი გაიმართა. მრბოლელებმა წყლულეთის აღმართი დალაშქრეს. Crystalbet-ის სახელით მონაწილე თენგო გოგილაშვილი თავისი BMW 330-ით 3000cc-კლასში ასპარეზობდა.

წყლულეთის 5-კილომეტრიანი მონაკვეთი საკმაოდ რთულად დასაფარი იყო. წინა ეტაპზე რამდენიმე ავარიაც მოხდა. საბედნიეროდ, ყველა მონაწილემ „ფინიშის“ ხაზი მძიმე ინციდენტის გარეშე გადაკვეთა. თუმცა, ბევრი სირთულის მიუხედავად, თენგო გოგილაშვილმა კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვა. ამას ემატება ისიც, რომ გოგილაშვილმა პოდიუმზე ასვლა „აბსოლუტ-კლასშიც“ მოახერხა, რაც ამ დისციპლინაში ძალზედ იშვიათი შემთხვევა გახლავთ. 




„საქართველოს აღმართის დაძლევის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება საკმაოდ საინტერესო და დიდი გამოცდილების მომტანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატის პირველი ეტაპი ჩემთვის უიღბლოდ დაიწყო, განადგურდა რა ჩემი ავტომობილის ძრავა, ყოველი მომდევნო ეტაპის მოგება მაინც მოვახერხე. ჩემპიონობისთვის კი, დაკარგული ქულების გამო, ყველა ეტაპი აუცილებლად უნდა მომეგო. აღმართის დაძლევა ავტოსპორტის ურთულესი დისციპლინაა, რადგან შეჯიბრი ტარდება ყოველდღიური მოხმარების გზებზე, რაც ბევრ სერპანტინს მოიცავს. შესაბამისად, მცირე უყურადღებობა, ერთი სანტიმეტრით ზედმეტობა ან რაიმე მსგავსი გაუთვალისწინებელი ქმედება შესაძლოა მრბოლელისთვის ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს“ - ამბობს თენგო გოგილაშვილი.

Youtube video poster

„საქართველოს ჩემპიონობა ჩემთვის ყოველთვის დიდი ოცნება იყო და ძალიან მიხარია, რომ ეს ტიტულიც დავიმსახურე. თუმცა, გაჩერებას არ ვაპირებ და მომავალში ვეცდები კიდევ უფრო მეტი ტიტული მოვიგო.“ - დაამატა მან.

 




შეგახსენებთ, რომ საქართველოს აღმართის დაძლევის ჩემპიონატი ოთხ ეტაპად ჩატარდა. პირველი ეტაპი ამლევი-ორბეთის მონაკვეთზე, მეორე დიდგორის მონაკვეთზე, ხოლო მესამე და მეოთხე წყლულეთში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები