Supra, Toyota
Aa
Aa

მივიწყებული Toyota Supra

გასული საუკუნის ავტოინდუსტრიაში არსებობდა „დიდი ბიჭების ლიგა“, სადაც უამრავი სპორტული ავტომობილი იყრიდა თავს. აქ შეხვდებოდით ყველა ავტომოყვარულისთვის ნაცნობ Corvette-ს, Camaro-ს და Porsche-ს. ეს ლიგა იმდენად ძლიერი იყო, რომ მათთან ბრძოლაში შესვლას ყველა ერიდებოდა, რადგან ისინი მზად იყვნენ ნებისმიერი ახალბედა წამშივე გაენადგურებინათ. მიუხედავად დიდი კონკურენციისა, Toyota-მ მაინც გადაწყვიტა თავისი მე-3 თაობის „სუპრა“ ბრძოლის ველზე გაეშვა.

Toyota Supra - A Cult vehicle with many faces

წინა მოდელებთან განსხვავებით აღნიშნული მოდელი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და აგრეგატებიც სერიოზული ჰქონდა. მისი ყველაზე ძლიერი მოდელი 6-ცილინდრიანი ტურბოდაბერვის ძრავებით იყო აღჭურვილი. მათგან ყველაზე ძლიერი 2.5-ლიტრიანი 1JZ ძრავა იყო, რომელიც მხოლოდ იაპონიის ბაზარზე იწარმოებოდა და 280 ცხენისძალა ჰქონდა. ევროპის ბაზრისთვის კი 3-ლიტრიანი ტურბოდაბერვის მქონე ძრავა იყო გათვალისწინებული, რომელსაც 232 ცხენისძალა ჰქონდა. ამ ორი აგრეგატიდან სიძლიერით და რესურსით ლეგენდარული 1JZ გამოირჩეოდა.

Tested: 1987 Toyota Supra Turbo

მე-3 თაობის სუპრა იმდენად მძიმე იყო, რამდენადაც ვიზუალურად ეტყობდა. ამ ავტომობილს ერთი ნაკლი ჰქონდა და ეს მისი წონა იყო-1600 კგ, თუმცა 100-მდე მაინც შთამბეჭდავ 6 წამში ჩქარდებოდა. გადაცემათა კოლოფებს რაც შეეხება, მხოლოდ ორი ვარიანტი იყო, 4-სიჩქარიანი ავტომატური და 5-სიჩქარიანი მექანიკური.

Tested: 1987 Toyota Supra Turbo

ავტომობილი საკმაოდ კომფორტული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოდელს Targa ვერსიაც ჰყავდა, შუშების ბოლომდე აწევისას გარე სამყაროსთან სრულ იზოლაციაში იმყოფებოდით. აქვე უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ Turbo და ატმოსფერული მოდელი ვიზუალურად მხოლოდ უკანა სპოილერით და Turbo-ს ლოგოთი განსხვავდებოდა, რაც 80-იანი წლების სპორტულ ავტომობილებში ცოტა უჩვეულო იყო.

35-Years-Owned 1987 Toyota Supra Turbo 5-Speed For Sale On, 57% OFF

Toyota Supra-ს ყველაზე პოპულარული მოდელი მაინც 90-იანი წლების „სუპრა“ რჩება. მის ლეგენდარულობაზე ბევრს არ ვისაუბრებთ, მისი შესაძლებლობები ისედაც ყველამ იცის, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ამ მოდელის დაბადება დღევანდელი ჩვენი გმირის დამსახურებაა. Supra-ს ნამდვილი გენები მე-3 თაობის მოდელიდან აქვს და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ეს მოდელი BMW-ის ძრავებით იწარმოება.

მსგავსი სიახლეები