Range Rover, მაიკ ტაისონი, ბრუნეის პრინცი, ბრუნეი, ბრუნეის სულთანი
Aa
Aa

სამეფო ოჯახისთვის შექმნილი დაგრძელებული Range Rover-ი გასაყიდად გამოდის

ეს განსაკუთრებული Range Rover-ი სპეციალურად ბრუნეის სულთნის ძმისთვის შექმნეს.

ეს ძირფესვიანად მოდიფიცირებული, 1994 წელს გამოშვებული Range Rover Vogue LSE ბრუნეის სულთნის ძმამ მწარმოებელს შეუკვეთა. ეს ავტომობილი მაიკ ტაისონის მფლობელობაშიც გახლდათ. ახლა კი ბრიტანეთში აუქციონზეა გამოტანილი. Iconic Auctioneers-ის ღონისძიება 10-12 ნოემბერსაა ჩანიშნული და იქ ბევრი ძვირადღირებული ავტომობილი იქნება გამოტანილი. აუქციონის სახლის პროგნოზით, ეს უჩვეულო ვიზუალის SUV 30 000-40 000 ფუნტ სტერლინგად შეფასდება.

პრინცის შეკვეთისთვის, ეს Range Rover-ი სტანდარტულთან შედარებით 1.2 მეტრით უფრო გრძელია. ასევე, 20 სანტიმეტრით ასწიეს სახურავი. შედეგად, სალონში ძალზედ დიდი სივრცე გაჩნდა და მგზავრებს ისეთ შთაბეჭდილებას უქმნის, თითქოს პირადი მოხმარების თვითმფრინავით მგზავრობდნენ.


ამ ავტომობილს ყველაზე მეტად ინტერიერი გამოარჩევს. აქ სავარძლებიც განსხვავებულია და მათი განლაგებაც. თითოეულ მათგანს ყურსასმენებიც მოჰყვება. ასევე, სალონში გვაქვს ორი ტელევიზორი, ე.წ. „CD-პლეიერი“ და სპეციალური დიდი სათავსოები (ალბათ, წიგნების ჩასადებად). გამორჩეულია ფერები და შესრულების ხარისხიც.



როგორც წესი, ბრუნეის პრინცისთვის გამოშვებული ავტომობილები რადარებიდან ქრება ხოლმე. მათ ქუჩაში თითქმის ვერასდროს ნახავთ. თუმცა, ამ ავტომობილს განსხვავებული ისტორია აქვს. ის 2000-იან წლებში პრესის პირველ გვერდებზეც მოექცა. იმ პერიოდში მას მაიკ ტაისონი ფლობდა. ახლანდელ მფლობელს მოდელი 2008 წელს ჩაუვარდა ხელში. Range Rover-ის ოდომეტრზე 17 000 მილია გამოსახული, რაც დაახლოებით 27 300 კმ-ია.

შეიძენდით ამ ავტომობილს 30 000 ფუნტ სტერლინგად? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები