Fast and Furious: დომის Charger-ში ყალბი კომპრესორია გამოყენებული
ტელევიზიამ და ფილმებმა ავტომოყვარულებზე წარუშლელი კვალი დატოვეს, რის შედეგადაც, უბრალო მანქანებიც კი, ბევრისთვის საყვარელ და საოცნებო ავტომობილად იქცა. თუმცა, კინემატოგრაფიაში გამოყენებულ ავტომობილთა ნაწილი, რომელიც მაყურებელს ასე შეუყვარდა, მხოლოდ ფილმების მაგიის ნაწილია.
როგორც გაირკვა, დომინიკ ტორეტოს 1970 წლის Dodge Charger-ი, რომელიც Fast and Furious-ის საკულტო ფილმის პირველ ნაწილში გვხვდება, სწორედ „ფილმების მაგიის“ კარგი მაგალითია - Charger-ის კომპრესორი კი, სინამდვილეში ყალბია. ამის შესახებ კრეიგ ლიბერმანმა, Fast and Furious-ის პირველი ორი ფილმის ტექნიკურმა მრჩეველმა, საკუთარ YouTube-არხზე, ახალ ვიდეოში ისაუბრა. ლიბერმანის თქმით, კომპრესორი მხოლოდ და მხოლოდ ასლია და უფრო მეტიც, ძრავზე მიერთებული საერთოდაც არაა.
შედეგად, ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირის Charger-ში გამოყენებული ძლიერი ძრავა უშუალოდ მანქანის მუშაობისთვის არ გამოიყენებოდა და გადაღების შემდეგაც კვლავ მაღაზიაში დაბრუნდა. ფილმის ნამდვილმა ფანებმა დასასრულს შესაძლოა ისიც შენიშნეს, რომ დომის Charger-ს რეალურად ღვედი საერთოდ არ ჰქონდა და ფილმის შემქმნელებს მხოლოდ მისი იმიტაცია ჰქონდათ გამოყენებული.
საერთო ჯამში, ფილმში ხუთი Charger-ი გვხვდება - 1969 წლის მოდელები, 1970 წლის R/T-ად გადაკეთებული. ორი მათგანი სპეციალურად დამზადებული, ე.წ. „ტრიუკი“ მანქანებია - გაძლიერებული უსაფრთხოების კარკასით - ხოლო პირველადი ე.წ. „გმირი“-მანქანები, მისი ასლისგან მარტივად გამოსარჩევია, სახურავის საყრდენითა და უსაფრთხოების ჯვარედინი კარკასით.
ეს ყველაფერი კი კინოხელოვნების ნაწილია, სადაც ვიზუალური ეფექტები - ყველა ფუნქციური კომპონენტის გარეშე - ილუზიების შესაქმნელად გამოიყენება.
ფილმებში გამოყენებულ მანქანათა ნაწილი, რომელიც დიდ ეკრანებზე ვიხილეთ, საბოლოოდ დაიკარგა, მათ შორის გაიყიდა, გადამუშავდა ან დაიშალა მანამ, სანამ ფილმები საზოგადოებაზე კულტურული ზეგავლენის მოხდენას შეძლებდნენ. განსხვავებით Fast and Furious-ის ავტომობილებისგან, რომლებმაც საბოლოო მფლობელთან მოხვედრამდე, მთელს მსოფლიოში შეძლეს მოგზაურობა.