BMW, M240i, 2 Series, M240i xDrive, B58, Toyota 2JZ
Aa
Aa

პლანეტაზე ყველაზე სწრაფი BMW - M240i

BMW-ის 6-ცილინდრიანი B58 ძრავა სწრაფად ხდება პოპულარული დრაგ-რბოლებში, მაღალი გამძლეობისა და სწრაფი აჩქარების უნარიდან გამომდინარე. 3-ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი მეორე სერიის კუპე, M240i -  1,500 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 1/4 მილზე 270 კმ/სთ-ს აღწევს, რომელსაც სულ რაღაც 7.9 წმ-ს ანდომებს.

M240i-ის მაჩვენებლები კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ B58-მა Toyota 2JZ-ის მემკვიდრის ადგილზე თავი წარმატებით დაიმკვიდრა. M240i xDrive-ის ქარხნული ექსტერიერი და ინტერიერი შენარჩუნებულია. ყველაზე დიდი ცვლილებები შეტანილია ძრავში: სრულად შეცვლილია ტურბო დაბერვის სისტემა, ძრავის თავაკი გაძლიერებულია და საწვავის კვების სისტემაც სრულად შეესაბამება 1,500 ცხენის ძალას. 

ავტომობილში შენარჩუნებულია სრულად ამძრავი სისტემაც, რომელსაც ქარხნული 8-სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისიის განახლებული ვერსია ეხმარება. განახლებული ვერსია Pure Drivetrain Solutions-ის მიერაა შექმნილი.

მიუხედავად გაზრდილი სიმძლავრისა და მაბრუნი მომენტის ცვლილებებისა - მათ შორის გაძლიერებული ნახევარღერძები და კარბონის ამძრავი ლილვი - მანქანის უკანა დიფერენციალი უცვლელი რჩება. ეს კი მიუთითებს, რომ ავტომობილის უკანა დიფერენციალი საკმარისად მტკიცეა იმისთვის, რომ ყოველგვარი განახლებების გარეშეც გაუმკლავდეს დამატებით დატვირთვებს.

მოდიფიცირებულ M240i xDrive კუპეში, ტრანსმისიის ცვლილებების შესაბამისად, არსებული ძრავის მართვის ბლოკიც (ECU) უკვე განახლებულია. ქარხნული ძრავის კომპიუტერის განახლება ნიშნავს, რომ 2 Series-ის ჯერ კიდევ ინარჩუნებს ისეთ კომფორტის ოფციებს, როგორებიცაა: კლიმატ-კონტროლი, საინფორმაციო გასართობი სისტემა, კრუიზ-კონტროლი და ა.შ.

შენარჩუნებულია ინტერიერის ძირითადი ნაწილიც. ავტომობილის ჯამური წონა, მძღოლთან ერთად, დაახლოებით 1.5 კგ-ის უდრის. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატო შეუძლია ავტომობილს 1/4 მილის დაფარვა 270 კ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 7.9 წმ-ში. ეს შედეგი 2 Series-ს 1/4 მილის მანძილზე ყველაზე სწრაფ BMW-დ აქცევს მსოფლიოში.

 

მსგავსი სიახლეები