Aa
Aa

ავტობანების მტერი: BMW M6 V10 კომპრესორით

ოცნების V10 ძრავის მქონე კუპე რეალობად აქციეს.

დღევანდელი ვიდეოს გმირი მთლად სტანდარტული BMW M6 არ არის. მისი ძრავის სივრცეში ლეგენდარული S85 V10 იმალება და მას კომპრესორი აქვს დამატებული. თუ გაინტერესებთ, კომპრესორიანი V10-ის ძრავის მქონე მანქანას ავტობანზე რა სიჩქარით შეუძლია „გადაადგილება“, მაშინ თქვენ სწორად მოხვდით.

BMW E63 M6 უკანასკნელი ატმოსფერული V10 ძრავის მქონე კუპე არის. ეს საოცარი ავტომობილი შეიქმნა მაშინ, როდესაც ევროპაში გამონაბოლქვის სეთი მკაცრი წესები არ იყო და ავტომწარმოებლები დედამიწის კეთილდღეობაზე ნაკლებად ზრუნავდნენ. 8 500 მაქსიმალური ბრუნის მქონე 5-ლიტრიანი ატმოსფერული V10 ძრავა განუმეორებელ შეგრძნებებს ტოვებს, რომელიც დღევანდელ სუპერქარებსაც კი არ აქვს და, დიდი ალბათობით, ვერასდროს ექნება. S58-ის ჟღერადობა ტურბო კომპრესორებით და ზედმეტი გამონაბოლქვის ნაწილაკების ფილტრებით შელახული არ იყო. E63 M6 დროის კაპსულაა, რომელიც ატმოსფერული ძრავების განვითარების პიკს წარმოადგენს, რადგან „ტექნოლოგიურმა პროგრესმა“ მას ხელი ვერ შეუშალა.

BMW-ს მიერ შემუშავებული V10 იმ დროისთვის რადიკალური ერთგადაბმულობიანი SMG ტრანსმისიით იყო აღჭურვილი. SMG ტრანსმისიამ თავის დროზე ფურორი მოახდინა , მაგრამ თანამედროვე გადაცემათა კოლოფების ფონზე მას გამძლეობა და სიჩქარეების გადართვის სიჩქარე აკლია. ვიდეოშიც კი ჩანს, რომ ძრავის მაქსიმალური დატვირთვის დროს ტრანსმისიას სიჩქარიდან სიჩქარეში ხანდახან უხეშად გადააქვს.

ამ კონკრეტულ M6-ს Infinitas-ის კომპრესორი უყენია, რომელსაც დამატებითი 150 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია, რაც ჯამში 650 ცხენის ძალაში აისახება. ამ ავტომობილის უნიკალურობა იმაში გამოიხატება, რომ კომპრესორმა V10 ძრავის ჟღერადობაზე ნეგატიურად არ იმოქმედა. აქსელერატორის საფეხურის დაჭერისას ძრავის სიცრცეში თქვენ 650 ცხენის ძალა და BMW-ს V10-ის უნიკალური, დაუვიწყარი ჟღერადობა გელოდებათ.

მსგავსი სიახლეები