Toyota, შიგაწვის ძრავა, Volvo, Hilux, SUV, დიზელი
Aa
Aa

Toyota: დიზელის ძრავას ჯერ კიდევ დიდი მომავალი აქვს

დიზელი კვლავ საწვავის სანდო წყაროდ განიხილება

მაშინ, როდესაც Volvo-მ ცოტა ხნის წინ დიზელზე მომუშავე ბოლო ავტომობილი გამოუშვა, Toyota-ს როგორც ჩანს სულ სხვა გეგმები აქვს. იაპონურ ავტომწარმოებელში დიზელს კვლავ საწვავის სანდო წყაროდ განიხილავენ და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ.

Toyota Australia-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის უფროსს, შონ ჰენლის სჯერა, რომ მიუხედავად არსებული განცხადებებისა, დიზელი „მკვდარი“ არ არის და გამოყენება, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ექნება.  



ავსტრალიურ ჟურნალ Drive-თან საუბრისას, ჰენლიმ დიზელს „საწვავის ძალიან სანდო წყარო“ უწოდა, განსაკუთრებით მძიმე მანქანების შემთხვევაში, როგორებიცაა სატვირთო მანქანები და დიდი SUV-ები. თუმცა, Toyota-შიც ფიქრობენ, რომ დიზელის ძრავებს „გადასარჩენად“ ემისიების მკაცრ რეგულაციებთან ადაპტირება სჭირდებათ. სწორედ ამის გამო, ავტომწარმოებელმა ახლახან Hilux-ი, 2.8-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ტურბოდიზელის ძრავის mild-hybrid-ის ვერსიით გამოუშვა.



ჰენლი სინთეტიკურ დიზელზე შიგაწვის ძრავის მუშაობასაც არ გამორიცხავს. პარალელურად კი,Toyota, შიგაწვის ძრავის შენარჩუნებას წარმოებაში მისი წყალბადზე მუშაობის საშუალებითაც ცდილობს. როგორც ცნობილი გახდა, იაპონური მარკა შიგაწვის ძრავების ახალ ვერსიებზე მუშაობს, რათა ჩვეულებრივ საწვავზე მომუშავე მანქანების გაყიდვები გრძელვადიან პერსპექტივაში გააგრძელოს.

„ძრავის განვითარების აუცილებლობაზე“ საუბრობს აკიო ტოიოდაც (Toyota-ს თავმჯდომარე). მისი ვარაუდით, ელექტრომობილები ბაზრის 30%-ზე მეტის მოპოვებას უბრალოდ ვერასდროს მოახერხებენ. დარჩენილი 70% კვლავ შიგაწვის ავტომობილებზე გადანაწილდება, რომლებიც ბენზინსა და დიზელზე მუშაობს. Toyota-ს შეფასებით, სამომავლო ალტერნატივად წყალბადისა და სინთეტიკური საწვავის განხილვა შესაძლებელია.



თუმცა, დიზელის ძრავებით მანქანების გაყიდვა Toyota-ს მომავალში უფრო და უფრო გაუჭირდება. რეგულაციები მკაცრდება, განსაკუთრებით აშშ-ისა და ევროკავშირში.  ბევრმა ავტომწარმოებელმა დიზელის ძრავებზე მომუშავე ავტომობილების წარმოება შეაჩერა, რის გამოც, გასულ წელს ბაზარზე დიზელის წილი 13.6%-მდე დავარდა. ამ ლოგიკით, დიზელი პოპულული დარჩება განვითარებად ბაზრებზე, სადაც შედარებით „რბილი“ კანონმდებლობაა.

 

მსგავსი სიახლეები