BMW, ელექტრომობილი, Mini, X5, i5, X6
Aa
Aa

BMW-ს ელექტრომობილები ბაზრის დაპყრობას განაგრძობენ

გერმანულმა ავტომწარმოებელმა 2024 წელს უკვე 10,000 ელექტრომობილი გაყიდა

ჯერ მხოლოდ 2024 წლის პირველი სამი თვეა გასული და გერმანულმა ავტომწარმოებელმა 10 ათასზე მეტი ელექტრომობილის გაყიდვა უკვე მოახერხა. რიცხვები რეკორდული სისწრაფით იზრდება: წელს BMW-მ 62%-ით მეტი EV-ი გაყიდა ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში, რამაც აშშ-ში კომპანიის სრული გაყიდვების 13% შეადგინა.

ჯამში, 2024 წლის მეოთხე კვარტალში BMW-მ, 10,713 სრულად ელექტრონული ავტომობილები - i4, i5, i7 და iX - გაყიდა. X5-ს კი რთული წელი ჰქონდა და SUV-ების გაყიდვებმაც ვარდნა განიცადა. უჭირს Mini-საც: მისი თითოეული ავტომობილი ახლა უფრო დაბალი რაოდენობით იყიდება ვიდრე გასულ წელს.

i5-ის დებიუტის შემდეგ, BMW-ს ელექტრომანქანების ფლოტი აშშ-ში ახლა უკვე ოთხ მოდელს აერთიანებს. გერმანული მარკის სტრატეგიული ნაბიჯი საკმაოდ შედეგიანი გამოდგა: გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2024 წლის პირველ კვარტალში ელექტრომობილების გაყიდვები 62.3%-ით გაიზარდა.



პირველ კვარტალში გაყიდული i4-ის, i5-ის, i7-ისა და iX-ის 10,713 მოდელი, აშშ-ში გერმანული ავტომწარმოებლის მთლიანი გაყიდვების 12.7%-ს შეადგენს. იმავე პერიოდში, BMW-მ ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ 84,475 ავტომობილი გაყიდა.

წარმოების ხაზში ელექტრომობილების ჩართვამ BMW-ს კვარტალური შედეგებიც გააუმჯობესა. 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით - როდესაც 82,466 მოდელი გაიყიდა - წელს გერმანული ავტომწარმოებლის გაყიდვები 2.4%-ით გაიზარდა.

ჩრდილოეთ ამერიკაში BMW-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაუმჯობესებული შედეგები კომპანიის მრავალფეროვან ხაზს დაუკავშირა, რომელიც მოიცავს ჰიბრიდებს, ელექტრომობილებსა და შიგაწვის ავტომობილებს. „2024 წელს კარგად ვიწყებთ და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მანქანების ხარისხი და პროდუქციის მრავალფეროვნება მომავალშიც წარმატებას მოგვიტანს“, - თქვა მაკენსენმა.



საინტერესოა, რომ მაშინ, როდესაც მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები (მათ შორის X1 და X2) 8.2%-ით გაიზარდა, X სერიის სხვა მანქანების გაყიდვები 2.4%-ით შემცირდა. ერთი წლის პერიოდში მკვეთრი, 89,6%-იანი ზრდა დააფიქსირა X1-მა, პარალელურად გაიზარდა მოთხოვნა მეორე სერიაზეც. პირველ კვარტალში BMW-მ 3,538 კომპაქტური სედანი და კუპე გაყიდა - 155.8%-ით მეტი გასულ წელთან შედარებით. მეორე მხრივ შემცირდა X4-ი, X5-ისა და X6-ის გაყიდვები, თუმცა X3 გერმანული მარკის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდა.

 

მსგავსი სიახლეები