ავარია, Lexus, LFA
Aa
Aa

ამ დამტვრეული Lexus LFA-ს შეკეთება შესაძლოა 500 000$ დაჯდეს

ძვირადღირებული „ლექსუსი“ სახანძრო ონკანს შეასკდა.

დედამიწაზე ბევრი Lexus LFA არ დადის. ამ ავტომობილის წარმოების მასშტაბებმა სულ 500 ეგზემპლარი მოიცვა. შესაბამისად, ამ მანქანის დაზიანებული ეგზემპლარი ძალზედ მძიმე სანახავია. სამწუხაროდ, ამ სტატიაში ასეთ შემთხვევაზე ვისაუბრებთ. თუმცა, იქამდე დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ მისი შეკეთება შესაძლებელია.

ამ LFA-ის მფლობელი აქსელერატორის სატერფულს ზამთარში, ნალექიან ამინდში გაუთამამდა. აშკარაა, რომ სველ ზედაპირზე ჰიდროპლანირება მოხდა და მანქანა გზიდან გადავარდა. შედეგად, ავტომობილი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

Lexus LFA-ის მთლიანი კორპუსი კარბონისგანაა დამზადებული. სწორედ ამიტომაა, რომ სურათებში და ვიდეოებში ნაჩვენები დეტალები გაბზარული და დახეთქილია. უკანა მხარეს ცალი მაშუქი საერთოდ არ გვაქვს. მგზავრის კარში კი იმდენად დიდი ხვრელია, რომ დედამიწა გაეტევა. დაზიანებულია ორივე უკანა ფრთა. გატეხილია შუშა. LFA-ის სტილის ყველაზე სახასიათო დეტალი - სამმაგი მაყუჩი - ტალახითაა სავსე.

საინტერესო ისაა, რომ სალონში უსაფრთხოების ბალიშები არაა გახსნილი. მგზავრის კარის შიდა ნაწილის გარდა, ინტერიერი კარგად გამოიყურება. ასევე, ავარიისას არ დაზიანებულა მანქანის ცხვირი, სადაც სახელგანთქმული V10-ია დამწყვდეული.

ალბათ, ახლა იფიქრებთ, რომ ასეთი დაზიანების მქონე ავტომობილის გზებზე დაბრუნება პრობლემა არ უნდა იყოს. თქვენ ცდებით. ეს Toyota Camry არ არის, რომ მისი ნაწილები დაშლილებში იშოვოთ. როგორც მფლობელი ამბობს, Lexus-მა მას ავტომობილის შესაკეთებლად 400 000-500 000$ გამზადება მოსთხოვა. მხოლოდ მგზავრის კარი 40 000$ ღირს. მძღოლის კარზე არსებული სარკის შეფასება კი ვერ ხერხდება.

შეგახსენებთ, რომ გამოსვლისას LFA-ის ფასი 375 000$ იყო. დღეს ეს ავტომობილი 800 000-1 000 000$ ღირს. სწორედ ამიტომ, მფლობელი მის შეკეთებას აპირებს. გეტყვით იმასაც, რომ LFA-ის შეკეთებისთვის საჭირო თანხის სანაცვლოდ მას უახლესი Ferrari 812-ის შეძენაც შეუძლია.

მსგავსი სიახლეები