უიშვიათესი CLK GTR Roadster-ი აუქციონზე გაიყიდა
იშვიათი ავტომობილების შეძენა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. განსაკუთრებით კი ფასი იზრდება მაშინ, როდესაც საქმე, იშვიათი ჰომოლოგაციის მოდელებთან გვაქვს. ამის ნათელი მაგალითი Mercedes-Benz CLK GTR Roadster-ია, რომელიც გასულ კვირას, Sotheby's-ის აუქციონის საკმაოდ ძვირად ღირებულ ლოტად იქცა.
Sotheby's-ზე Mercedes-ის უიშვიათესი მოდელის საბოლოო ფასმა - გადასახადების ჩათვლით - $10,235,000-ს მიაღწია. ისტორიაში მისი მხოლოდ ექვსი ეგზემპლარია შექმნილი, საიდანაც აუქციონზე გაყიდული CLK GTR Roadster-ი, ნომრით მესამეა. აუქციონის სახლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სარბოლო მანქანას, რომელიც ორ ათწლეულზე დიდი ხნისაა, მხოლოდ 170 კილომეტრი ჰქონდა გავლილი.
CLK GTR-ი გასული საუკუნის მიწურულს - FIA-ს მიერ დადგენილი ჰომოლოგაციის მოთხოვნების შესაბამისად - შეიქმნა, GT1 კლასის გამძლეობის რბოლებში მონაწილეობის მისაღებად. ავტომობილების გამოშვება ფაქტობრივად 1999 წელს შეწყდა, თუმცა, კოლექციონერების მხრიდან, მოდელის შეკვეთაზე მოთხოვნა კვლავ მაღალი რჩებოდა.
თავდაპირველი გეგმით, ჯამში 25 კუპეს დამზადება იგეგმებოდა, თუმცა მხოლოდ 20 მათგანი შეიქმნა, პლუს დამატებით, როდსტერიც. თუმცა HWA-მ, ავტოსპორტის სამოსის მწარმოებელმა კომპანიამ, 2000-იანი წლების დასაწყისში, დარჩენილი შასის გამოყენებით, კიდევ ხუთი როდსტერი შექმნა.
CLK GTR-ის სრული სარბოლო ვერსია მონაწილეობდა 1997 და 1998 FIA GT სეზონებში. ჯამში 22 რბოლაში, Mercedes-ის გუნდმა 17 გამარჯვება მოიპოვა, მათ შორის, ორივე სეზონზე, პილოტებისა და კონსტრუქტორების ჩემპიონატში. 6.9-ლიტრიანი V-12 ძრავა, როდსტერში 622 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილის შესაძლებლობები ბევრად მაღალი იქნებოდა რომ არა შეჯიბრის რეგულაციები.
მიუხედავად მაღალი შეფასებისა, CLK GTR Roadster-მა აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული ავტომობილი ვერ გახდა. ამ სტატუსს „ფორმულა 1“-ის 2013 წლის Mercedes-ი ფლობს, რომელმაც ლუის ჰამილტონს მისი გუნდისთვის პირველი გამარჯვება მოუტანა. 2013 წლის უნგრეთის გრან-პრის ტრიუმფატორი $18,815,000-ად გაიყიდა.