რესტავრირებული Dodge POWER WAGON თანამედროვე აღჭურვილობით
მას 3,9-ლიტრიანი Cummins-ის ტურბო-დიზელი აქვს, რომელიც 814 ნმ მაბრუნ მომენტს აწარმოებს.
Legacy Classic Trucks პატარა კომპანიაა, რომელიც ძველი პიკაპების რესტავრაციით არის დაკავებული. მათი ახალი პროექტი 1949 წლის Dodge Power Wagon გახლავთ.
„კლასიკური Power Wagon-ი საოცარი სატვირთო მანქანებია, რომელიც ქუჩაში გავლისას გამვლელების ყურადღებას იქცევს და სახეებზე ღიმილს ჰგვრით,“- ამბობს კომპანიის დამაარსებელი ვინსლოუ ბენტი.
„ეს ის სატვირთო ავტომობილებია, რომლებითაც ხალხი დასავლეთში ხიდებს, კაშხლებსა და გზებს აგებდნენ/აშენებდნენ და რომლითაც ზაფხულობით ოჯახებთან მოგზაურობდნენ მოგზაურობდნენ.“
კომპანიას უკვე 108 ეგზემპლარი აქვს აწყობილი და თითოეულის ფასი დაახლოებით $350.000-დან იწყება.
ნამდვილად პატარა თანხა არაა, მაგრამ ამ თანხაში საკმაოდ ბევრ რაღაცას იძენთ. სურათზე ასახული 4-კარიანი მოდელი 3,9-ლიტრიანი Cummins-ის ტურბო-დიზელის ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 350 ცხენისძალას და 814 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს აწარმოებს. მომხმარებლებს ძალოვანი აგრეგატების სხვა ალტერნატივაც აქვთ, მაგალითად 430-ცხენისძალიანი Corvette-ის 6,2-ლიტრიანი LS3 V8 ძრავა, რომელიც კომპრესორის დამატების შემთხვევაში 620 ცხენის ძალის მაჩვევნებლამდ უპრობლემოდ ადის.
ქარხნული Dodge-ის სატვირთოსგან ფაქტობრივად არაფერი დარჩა. შასი გადაამუშავეს, შეცვალეს დაკიდების სისტემის თითოეული კომპონენტი და დიფერენციალი, ახალი 4-სიჩქარიანი ავტომატური ან 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი სიახლეების ჩამონათვალის მცირე ნაწილია. ყველაზე მეტად ყურადღებას Toyo-ს 40-იანი საბურავები იქცევს, რომლითაც ავტომობილს ყველა სახის საფარზე სიარული არ გაუჭირდება.
ინტერიერი ძალიან კომფორტული და სასიამოვნოდ მორთულია. ტყავის უნიკალური სავარძლები და ხის საჭე ავტომობილის რეტრო სტილს ხაზს უსვამს. არ დაგავიწყდეთ, რომ 21-ე საუკუნეში ვართ, ამიტომ სალონსი Bluetooth-ის მხარდაჭერის მქონე აუდიო სისტემა, კონდიციონერი და USB პორტები დაგხვდებათ.
ბოლოს ვიტყვით, რომ თითოეული POWER WAGON-ი ასაწყობად 2000 საათს საჭიროებს და 3,5 ტონას იწონის. თბილისის ქუჩებისთვის მთლად არ გამოდგება.