BMW, Bugatti, Rimac Automobili, Bugatti-Rimac, Bugatti-Rimac, Rimac Group
Aa
Aa

BMW ელექტრომობილებისთვის Rimac-ის ბატარეებს გამოიყენებს

რიმაცმა საქმე BMW-ს ელექტრიფიცირებით დაიწყო და იმავე გზას აგრძელებს

BMW Group-მა, მაღალი ძაბვის ბატარეების ტექნოლოგიის შემუშავებისა და წარმოებისთვის, Rimac Technology-სთან თანამშრომლობა დააანონსა. კონკრეტული დეტალები გარიგებაზე ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, Rimac-ის ბატარეები ენერგიით 2025-2030 წლებში გამოსულ BMW ჯგუფის მოდელებს მოამარაგებს.

თანამშრომლობა განსაკუთრებული დატვირთვისაა Rimac Technology-სთვის, რომელსაც სურს საავტომობილო ინდუსტრიაში, ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილებისთვის პირველი დონის (Tier 1) მიმწოდებლად იქცეს. Rimac Group-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, გარიგება ერთი მხრივ მნიშვნელოვანია თავად პროდუქციის კომპლექსურობიდან გამომდინარე, მეორე მხრივ კი ამას ემატება ხელშეკრულების მასშტაბი და ის ფაქტი, რომ მსგავსი საპასუხისმგებლო საქმე BMW-მ სწორედ მათ ჩააბარა.



ელექტრომობილების ხორვატიელმა მაგნატმა საქმიანობა 2008 წელს, მისი პირველი პროექტით დაიწყო: 1984 წლის E30 თაობის BMW მესამე სერიის მთლიანად ელექტროძრავაზე გადაყვანა. სწორედ ამ პროექტით გახდა რიმაცი, ელექტრომობილების ინდუსტრიაში, ერთ-ერთი უდიდესი ნოვატორი. დამატებით რიმაცი Bugatti-საც მართავს.

Rimac-მა ხორვატიაში მდებარე მისი კამპუსის დიდი ნაწილი BMW-ს ბატარეების წარმოებისთვის უკვე გამოყო. თუმცა, სივრცე საკმარისი არაა, რისთვისაც ახალი ქარხნის მშენებლობაც იგეგმება. აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ეს შეიძლება უმსხვილესი ხელშეკრულებაც იყოს თვითონ ქვეყნის ისტორიაში.

Rimac-ი უკვე 15 წელია რაც არსებობს, მისი პირველი კონცეფცია კი, სახელწოდებით Concept One, 2001 წელს, ფრანკფურტის ავტო ჩვენებაზე წარადგინა. 2022 წელს, Rimac Automobili-მა სრულად ელექტრო სპორტული ავტომობილი, Nevera-ც გამოუშვა. ხოლო მანამდე, 2021 წელს, კომპანიამ Bugatti-თან ძალები გააერთიანა და Bugatti-Rimac-ი ჩამოაყალიბა. საწარმო ამჟამად Chiron-ის ახალი მოდელებისთვის ჰიბრიდულ V-16-ზე მუშაობს.

 

მსგავსი სიახლეები