M3, M3 GTR
Aa
Aa

M3 GTR-ი პლანეტაზე საუკეთესო ჟღერადობის მქონე BMW-ა

GTR-ს E46 M3-ის ძარა და M5-ის V8 აქვს.

BMW-ს ფენომენალური ჟღერადობის მქონე ავტომობილები ჰყავს შექმნილი. რომელი ძრავები გამოვარჩიოთ? ერთრიგა 6-ცილინდრიანები, V8-ები თუ V10? თუმცა, 2000-იანების დასაწყისში გამოსულ M3 GTR-ს შესაძლოა BMW-ს ისტორიაში საუკეთესო ხმის სტატუსიც მივანიჭოთ. 

სერიულად წარმოებული E46 თაობის M3-ისგან განსხვავებით, რომელიც ერთრიგა 6-ცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი, GTR-ი რბოლისთვის გამზადებული ატმოსფერული, 4.9-ლიტრიანი V8 ძრავით შექმნეს. ამ აგრეგატით E39 M5 იყო წარმოდგენილი. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მოდელს არამარტო სიმძლავრე მოემატა, არამედ (და რა საკვირველიცაა) ხმაც შეეცვალა. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ სტანდარტულ M3-საც საოცარი ხმა აქვს. თუმცა, ამ V8-სთან არაფერია!

M3 GTR-ი საკმაოდ წარმატებულიც გამოდგა. BMW-მ 2001 წლის American Le Mans Series-ში თავისი კლასი სწორედ ამ ავტომობილით მოიგო. 

M3 GTR-ის ვიდეო YouTube-ზე NM2255-ის სახელით ცნობილ არხზე გავრცელდა. მანქანა Mugello-ს ტრეკზე, ისტორიული ავტომობილების ღონისძიებაზე იყო ვიხილეთ. კონკრეტულად ეს მანქანა 2004 წელს, Rolex Sports Car Series-ისთვის შეიქმნა. მის ანგარიშზე 12 რბოლიდან 10-ის მოგებაა. მოდელში პირვანდელი 8-ცილინდრიანი ძრავა და Hewland-ის 6-სიჩქარიანი, H-პატერნის ტრანსმისიაა.

ავტომობილის სალონიდან გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორი სამართავია ხმაურიანი და დაკუნთული M3. კადრებში კარგად ჩანს, რომ Hewland-ის ტრანსმისიას სისწრაფე და სიზუსტე სჭირდება. თუ ნელი და ფრთხილი ხარ, მანქანას გააწამებ.

აგრესიული და განრისხებული M3-ის ხმა გვერდებზე გამოყვანილი ოთხი მაყუჩიდან გამოდის. ჟღერადობა იმდენად ღრმა არის, რომ ის ნებისმიერ ეგზოტიკურ სპორტულ ავტომობილს შეგვიძლია შევადაროთ. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ M3 GTR-ი პლანეტაზე საუკეთესო ჟღერადობის მქონე BMW-ა.

მსგავსი სიახლეები