Alfa Romeo Giulia-ს და Stelvio QF-ს ახალი მწვანე ფერი ძალიან უხდება
Aa
Aa

Alfa Romeo Giulia-ს და Stelvio QF-ს ახალი მწვანე ფერი ძალიან უხდება

Alfa Romeo-ს „ცხელი“ ვერსიების რამდენიმე განახლება არის დაგეგმილი.

„ალფა რომეოს“ რამდენიმე ბოლო მოდელი სასწაული ავტომობილები გამოდგა და ახალი Montreal Green საღებავით, რომელიც ახლა უკვე Giulia და Stelvio Quadrifoglio-ს ფერთა გამის არჩევანს დაემატა, უფრო მეტად თვალშისაცემი გახდა. ეს კონკრეტული ფერი 1970 წლის Alfa Romeo Montreal-ის საპატივსაცემოდ შეიქმნა. ფერების არჩევანს ასევე 6C Villa d’Este Red და GT Junior Ocra დაემატა.

გარდა ფერებისა, Giulia-ს და Stelvia-ს ინფორმაციულ-გასართობი და მძღოლის დამხმარე სისტემების განახლებები დაემატა, რომელიც ამერიკული ბაზრის მოდელებში ასევე შევა. მაგრამ ავტომწარმოებლების ტრადიციებში, ევროპულ მოდელებს უფრო მეტი ახალი ელემენტი ექნება, რომელიც ახალ გამონაბოლქვის სისტემას, Stelvio-სთვის 21-იან დისკებსა და უფრო ლამაზ დამუქებულ/დაბურულ უკანა მაშუქებს მოიცავს.

„ალფა რომეოს“ ამერიკის ბაზრის კვლევასა და ექსპანსიაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. იტალიური ბრენდი ამერიკის ბაზრის მიზანშეწონილობაზე ჯერ კიდევ ვერ შეჯერდა, მომხმარებელი და მოთხოვნა ბოლომდე ვერ შეისწავლა. კომპანიის ფინანსური ვითარებიდან გამომდინარე რისკიან ნაბიჯებს ვერ გადადგამს და ამერიკის ბაზრისთვის გათვლილ მოდელებში ყველა განახლებების შემოტანისგან თავს იზღვევს.

მსგავსი სიახლეები