ელექტრო, Tesla, ელექტრომობილი, Tesla Model 3
Aa
Aa

0-დან 100-მდე 2.9 წამში: ნახეთ ახალი Tesla Model 3

სრულყოფილი, მაღალი წარმადობის ყოველდღიური ავტომობილი.

Tesla-მ განახლებული Model 3 Performance წარადგინა - „სრულყოფილი, მაღალი წარმადობის ყოველდღიური ავტომობილი“. განახლებულ მოდელში მაქსიმალური სიმძლავრე 32%-ითაა გაზრდილი, ხოლო ენერგიის მოხმარება 2%-ითაა შემცირებული.

ცვლილებების წყალობით, სრულად ამძრავი სისტემა, 510 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მაბრუნი მომენტი 741 ნ/მ-ია. შედეგად, Tesla-ს ელექტრომობილი 100 კმ/სთ-ს სულ რაღაც 2.9 წამში ვითარებს. Tesla-ს მტკიცებით, Model 3-ის მაქსიმალური სიჩქარე 260 კმ/სთ-ია და 476 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.

ელექტროგადამცემი სისტემის გაუმჯობესების გარდა, განახლებულია ავტომობილის შასიც. კომპანიას ახალი ავტომობილის შესახებ დეტალური  ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია, თუმცა, დაადასტურა, რომ მანქანა შეკვეთილი ნაწილებითაა აღჭურვილი, რაც ამცირებს წონას და აუმჯობესებს სიმტკიცეს.

Model 3-ს ადაპტირებადი ამორტიზატორებს სამი რეჟიმი აქვს: სტანდარტული, სპორტიული და „ტრეკი“ (Track Mode). „ტრეკის“ რეჟიმი ერთ სისტემაში აერთიანებს ძრავის კონტროლს, დაკიდების კონტროლს, ელექტრო აგრეგატის გაგრილებას სისტემისა და Tesla-ს სტაბილურობის კონტროლს. ახალი მოდელი სპეციალურად Tesla-სთვის დამზადებული Pirelli P Zero 4-ის 20-დუიმიანი performance-საბურავებითაა აღჭურვილი.

Tesla Model 3-ის განახლებული დიზაინიც სტანდარტული მოდელის მსგავსია. Model 3 Performance აღჭურვილია უფრო სპორტული ბამპერებით, განახლებული სპოილერითა და აგრესიული დიფუზორით. მანქანასთან ერთად, ცვლილებები აუმჯობესებს აეროდინამიკასაც.

რაც შეეხება ინტერიერს, მანქანას აქვს 17-დინამიკიანი აუდიოსისტემა, საინფორმაციო-გასართობი სისტემისთვის 15.4-დუიმიანი ეკრანი და 8-დუიმიანი ეკრანიც უკანა სავარძლებისთვის.

Tesla Model 3 Performance-ზე წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია. მიწოდება მაისში ან ივნისში იგეგმება. მოდელის ფასი $52,990-დან იწყება.

მსგავსი სიახლეები