Lamborghini, Ferrari SF90, Ferrari, Porsche, დრაგი, Lamborghini Revuelto, Porsche 918
Aa
Aa

SF90-ის დამარცხებას Lamborghini-ის უახლესი ფლაგმანიც ვერ ახერხებს

Lamborghini Revuelto-ს შესახებ მხოლოდ აღწერაც საკმაოდ ბევრს გვეუბნება, თუმცა, მისი შესაძლებლობების შეფასება რეალურ სამყაროში უკეთ შეგვიძლია. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ავტომობილი თავის ორ კონკურენტ ჰიბრიდულ სუპერქარს - Ferrari SF90-სა და ლეგენდარულ Porsche 918-ს ეჯიბრება.

Revuelto Lamborghini-ის უახლესი სუპერქარის ფლაგმანია. ავტომობილი აღჭურვილია 6.5-ლიტრიანი V12 ძრავით, რომელიც 1,0001 ცხენის ძალას და 1,062 ნ/მ-ს გამოიმუშავებს. შედარებით ნაკლებს, 986 ცხენის ძალას გამოიმუშავებს Ferrari SF90-ის 4-ლიტრიანი V8 ძრავა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ავტომობილი სრულად ამძრავ სისტემას იყენებს, Ferrari დაახლოებით 200 კგ-ით ნაკლებს იწონის, ვიდრე Lambo.

ბოლოს კი, დრაგის ხაზზე ჰიბრიდული სუპერმანქანების „წმინდა სამების“ უცვლელი წევრი Porsche 918-იც გამოჩნდა, თავისი 874 ცხენის ძალითა და 4.6-ლიტრიანი V8 ძრავით. პირველ რბოლაში, Ferrari-იმ ფინიშის ხაზის გადაკვეთამდე Lamborghini-ის დაამარცხა, თუმცა, შემდეგ სიტუაცია განსხვავებულად განვითარდა.

მეორე რბოლაში, Ferrari-სა და Porsche-სთან მჭიდრო ორთაბრძოლის მიუხედავად, გამარჯვება ამჯერად Lamborghini-მ მოიპოვა. ეს პირველ რიგში რბოლის დასაწყისშივე Ferrari-სთვის აჩქარებასთან შექმნილი პრობლემების დამსახურებაა. მანქანა საკმაოდ ნელა დაიძრა, რამაც Lamborghini-ს წინ გაჭრის საშუალება მისცა და რბოლაც მოაგებინა. მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, რომ Ferrari და Porsche ფინიშის ხაზამდე თითქმის გვერდი-გვერდ იბრძოდნენ.

თუმცა, ბოლო რბოლაშიც, ტრიუმფი SF90-მა დაიბრუნა და კუთვნილი ტიტულიც, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სუპერქარის, დაიცვა. Ferrari-მ ამჯერად გამარჯვება აღარ დათმო და არც Porsche-ს ლეგენდარული მოდელისა და Lamborghini-ის უახლესი ფლაგმანის შესაძლებლობების შეშინებია.

წარმოგიდგენთ ჰიბრიდული სუპერქარების დრაგს, სადაც შედეგები ყოველ ეტაპზე იცვლება.

მსგავსი სიახლეები