„წითელი ზონა“ იტალიაში: „ფერარის“ ქარხნის ბედი ცნობილია
Aa
Aa

„წითელი ზონა“ იტალიაში: „ფერარის“ ქარხნის ბედი ცნობილია

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით იტალიაში 7375 ადამიანი კორონავირუსითაა ინფიცირებული. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, იტალიის მთავრობამ ლომბარდიის რეგიონში და 14 პროვინციაში მკაცრი ზომები მიიღო.

„ფერარის“ მარანელოს ბაზა მოდენას პროვინციაში მდებარეობს, რომელიც ასევე კარანტინის ზონაში მოხვდა.ხელისუფლების მხრიდან მკაცრი ზომების მიუხადავად, „ფერარის“ ქარხანა მუშაობას განაგრძობს.

განცხადებაში, რომელიც იტალიურმა ავტომწარმოებელმა გამოაქვეყნა, ვკითხულობთ: „„ფერარიმ“ ყველა საჭირო ზომა მიიღო იმისთვის, რომ თანამშრომლებმა მუშაობა საუკეთესო პირობებში გააგრძელონ“.  ეს იმას გულისხმობს, რომ ყველა კომპანია, მომმარაგებლები, რომლებსაც კონტაქტი აქვს ამ მწარმოებელთან, ჯერჯერობით ოპერირებას აგრძელებენ.

„„ფერარი“ ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას განაგრძობს და მზადაა, უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა ზომა მიიღოს, რადგან კარგად გვაქვს გააზრებული, რომ კომპანიის თანამშრომლების ჯანმრთელობა აბსოლუტური პრიორიტეტია“. - ვკითხულობთ განცხადებაში.

„სკუდერია ფერარი“ კი, მიუხედავად მოგზაურობის შეზღუდვისა,  ავსტრალიის გრან პრისთვის ემზადება. გუნდის და საჭირო აღჭურვილობის ნაწილი უკვე ავსტრალიაშია. დარჩენილი ნაწილი კი იტალიიდან იმ გრაფიკით გაემგზავრება, რაც დაგეგმილი იყო.  

მსგავსი სიახლეები