Aa Aa
30 აპრილი 2024  |  15:19

ჩინეთში ავტოშოუზე Zeekr X-ი დამთვალიერებელს დაეჯახა

ჩინეთში ავტომობილების გამოფენაზე ელექტრო „კროსოვერი“ - Zeekr X-ი, მოულოდნელად დამთვალიერებლების მიმართულებით დაიძრა. ინციდენტი „ახალ ენერგიაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების საერთაშორისო გამოფენაზე“ მოხდა. შემთხვევას რამდენიმე დაზარალებული ჰყავს, მათ შორის ერთი ბავშვია.

ავტოჩვენებაზე, სხვა ელექტრომობილებთან ერთად, Zeekr-ის Extreme Krypton-ის „კროსოვერი“ იყო წარმოდგენილი. ჩინური მედიის ინფორმაციით, ელექტრომობილი მოულოდნელად დამთვალიერებლის მიმართულებით დაიძრა და გამოფენის რამდენიმე მონაწილეს დაეჯახა.

შემთხვევის ადგილზე გადაღებული და ჩინეთის საინფორმაციო სადგურების მიერ გადაღებული ვიდეო კადრებში ჩანს მუქი ნაცრისფერი X-ი, რომელიც დამთვალიერებელთან ერთად, იქვე გამოფენილ რამდენიმე მანქანასაც ეჯახება. დარტყმის შედეგად, ცისფერი სედანი სარეკლამო ბანერში შევარდა, ავტომობილების ნაწილი კი უმნიშვნელოდ დაზიანდა.

მომხდარს Zeekr-ი ჩინური სოციალური ქსელის Weibo-ს საშუალებით გამოეხმაურა. ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ მომხდარზე პასუხისმგებლობა სრულად საორგანიზაციო ჯგუფს დააკისრა და განაცხადა, რომ ელექტრომობილების ძრავები არა „გამოფენის“ არამედ „კომფორტის რეჟიმში“ იყო წარმოდგენილი.  

მართალია გასაღები მანქანაში არ იყო, თუმცა, როგორც ჩანს ვიღაც საკმაოდ ახლოს აღმოჩნდა ავტომობილთან იმისთვის, რომ მისი „ჩართვა“ შესძლებოდა. ამისთვის კი ფიზიკურად ავტომობილში ყოფნა საერთოდაც არ დასჭირვებია. რაც დაზუსტებით ვიცით ისაა, რომ ავტომობილი ამის შემდეგ დაიძრა და ხუთ ადამიანსაც დაეჯახა.

ინციდენტიდან უკვე ერთი თვეა გასული. მარტის თვის შემდეგ, Zeekr-ის ავტომობილები სრულად მოწმდება, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევა აღარ განმეროდეს.

გაზიარება: