მთვრალმა მძღოლმა Dodge-ი პარკირების აკრძალვის ნიშანზე „შეაყენა“
მიჩიგანში, შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას უჩვეულო ავარია დახვდა. Dodge Charger-ის მთვრალმა მძღოლმა მანქანის გასაჩერებლად ყველაზე შეუსაბამო ადგილი აირჩია. თუმცა, ადგილზე მეტად უცნაური ამ შემთხვევაში მანქანის დაპარკინგების სტილი აღმოჩნდა.
პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით შეტყობინება დაახლოებით დილის 3:40 საათზე შევიდა. ადგილზე გამოცხადებისას, ავტომობილის ოთხივე მგზავრი ქალი მანქანიდან უკვე გადმოსული იყო. როგორც გამოძიებით დადგინდა, Charger-ის 24 წლის მძღოლი ჯერ ბოძზე მიბმულ კაბელს დაეჯახა (დიახ, კაბელს), რის შედეგადაც მანქანა ჰაერში აიწია.
აქ კი საინტერესო ორი ფაქტია: ერთი ის, რომ Charger-ის შეკავება პარკინგის ამკრძალავმა - No Parking-ის ნიშანმა მოახერხა და მეორე ის, რომ გაჩერების ამკრძალავ ნიშანზე მანქანა პირდაპირ ვერტიკალურად გაჩერდა.
საბედნიეროდ, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა და მანქანაც, საკმაოდ კარგად გამოიყურება. ფოტოებიდან კი შეგვიძლია ის ვთქვათ, რომ მძღოლს ავტომობილი მეორადი მანქანების კომპანია Hertz-იდან სულ ახალი გამოყვანილი ჰყავდა, რაზეც დროებითი სანომრე ნიშანი მიუთითებს.
ავარიის სპეციფიკიდან გამომდინარე გასაკვირი ალბათ არც ის იქნება, რომ მძღოლი მანქანას ფხიზელ მდგომარეობაში სულაც არ მართავდა. უფრო მეტიც, სისხლში ალკოჰოლის შემცველობა მას დასაშვებზე ორჯერ მეტი, 17% აღმოაჩნდა. დანაშაული მკაცრ ჯარიმებს, მართვის მოწმობის ერთ წლამდე ჩამორთმევასა და 180 დღემდე პატიმრობასაც ითვალისწინებს.