საქართველოში I კვარტალში საავტომობილო ავარიებს 93 ადამიანი ემსხვერპლა
2024 წლის I კვარტალში 1 136 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რაც 17-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საქსტატის მონაცემებით, იანვარ-მარტში 40 ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი სიმთვრალე იყო.
ავტოსაგზაო შემთხვევების კლების მიუხედავად, 15-ითაა გაზრდილი დაზარალებულთა რაოდენობა. კერძოდ, წლის პირველ სამ თვეში ავტოსაგზაო შემთხვევებში 1 495 ადამიანი დაზარალდა. დაღუპულთა რაოდენობა უცვლელია. I კვარტალში ავტოავარიებს 93 ადამიანი ემსხვერპლა.
2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 14%-ით გაიზარდა და 55 603-ს მიაღწია. გასულ წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 442 ადამიანი ემსხვერპლა.
წყარო: BM.ge