იუთუბერი, მისტერ ბისტი, გათამაშება
Aa
Aa

ცნობილი იუთუბერი 26 წლის გახდა და Tesla-ს 26 მოდელს ათამაშებს

25 Model 3 და Cybertruck-ი (ან მათი ღირებულების ეკვივალენტი ფულადი პრიზი) - მისტერ ბისტი ახალ გათამაშებაში მანქანებს დაარიგებს.

ჯიმი დონალდსონი, რომელსაც ბევრი მისტერ ბისტის სახელით იცნობს, 1998 წლის 7 მაისს დაიბადა. მას ახლახან 26 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით, ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულა იუთუბერმა გრანდიოზული გათამაშება დააანონსა. ის Tesla-ს 26 მოდელს დაარიგებს.

დონალდსონმა განცხადება Instagram-ის პლატფორმაზე გააკეთა. მოგვიანებით კი ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც 25 Tesla Model 3-ისა და ერთი Cybertruck-ის ფონზე დგას. ეს უკანასკნელი ამ კამპანიის გრანდიოზული პრიზია.

გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად, Instagram-ის ვიდეოზე (იხილეთ ქვემოთ) უნდა „დააკომენტაროთ“ და ორი მეგობარი უნდა მონიშნოთ. 26 გამარჯვებული შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდება.

View this post on Instagram

A post shared by MrBeast (@mrbeast)

სამწუხაროდ, გათამაშებაში მონაწილეობა მხოლოდ შემდეგი ქვეყნების მაცხოვრებლებს შეუძლიათ: აშშ, ავსტრალია, კანადა, ჩილე, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, იაპონია, მექსიკა, სამხრეთ კორეა და დიდი ბრიტანეთი. ასევე, მონაწილე უნდა იყოს სრულწლოვანი.

როგორც იუთუბერისგან ვიგებთ, გათამაშებას Tesla არ აფინანსებს. გამარჯვებულებს მანქანების ნაცვლად მისი ღირებულების ეკვივალენტ თანხის მიღებაც შეეძლებათ. Model 3-ის შემთხვევაში ეს 39 000$ია, ხოლო Cubertruck-ის მოგების შემთხვევაში 120 000$.

მსგავსი სიახლეები