BMW, Audi, Mazda, მაღალი სიჩქარე, Tesla, Honda, Kia, Golf GTI, სიჩქარის გადაჭარბება, Golf, Hyundai, Volkswagen, Volvo, Cadillac, BMW i3, Infiniti, Scion, Mazda MX-5, Mazda3
Aa
Aa

რომელი მარკის მფლობელები ჯარიმდებიან ყველაზე ხშირად სიჩქარის გადამეტებისთვის?

როგორც უახლესი კვლევებითაც დასტურდება და თან, ალბათ ბევრისთვის გასაკვირიც არ არის, აშშ-ში სიჩქარის გადამეტებისთვის ყველაზე ხშირად სწორედ BMW-ის მძღოლები ჯარიმდებიან. თუმცა, სადაზღვევო პროვაიდერ Insurify-ის უახლეს ანგარიშმა ერთი უცნაური ფაქტი მაინც გამოავლინა. კერძოდ კი, დადგინდა, რომ დამნაშავეთა შორის ყველაზე მეტჯერ არა უშუალოდ BMW-ს. არამედ მისი ერთ-ერთი მოდელის, i3-ის მძღოლები ირიცხებიან.

კვლევა, ჯამში 4.6 მილიონი სადაზღვევო აპლიკაციის შევსების პროცესში, მომხმარებელთა მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა. უახლესი მაჩვენებლით, მცირე ზომის ელექტრო ჰეჩბექის, i3-ის მფლობელთა 17.6% სიჩქარის გადაჭარბებისთვის ერთხელ მაინც დაუჯარიმებიათ. ამის მიუხედავად, განსხვავებული სიტუაცია გვხვდება Z4 Roadster-ის მფლობელთა შემთხვევაში, რომელთა მხოლოდ 4.5% დაუჯარიმებიათ იმავე მიზეზით. პარადოქსია, არა?




საინტერესოა ისიც, რომ როდესაც საქმე უშუალოდ ავტომწარმოებლებს შეეხებათ, ამ კონკრეტული რეიტინგის ათეულში არცერთი ამერიკული მარკა არ გვხვდება. რეალურად შედეგები შემდეგნაირია: Insurify-ის მონაცემებით, სიჩქარის მოყვარული მძღოლებით რეიტინგის ათეულში 5 ადგილით იაპონური, სამით გერმანული, ორით კი - კორეული ავტომწარმოებელია წარმოდგენილი.

სიჩქარის ჯარიმების მიხედვით, ავტომწარმოებლების სიაში პირველ ადგილზე Infiniti-ის მძღოლები არიან. მათ შორის ყველაზე ცუდ შედეგს G37-ის მფლობელები აფიქსირებენ - მათი სულ მცირე 10.7% მაინც მოხვედრილა წარსულში სიჩქარის გადაჭარბების გამო დაჯარიმებულთა რიგებში. Scion-ი კი შესაძლოა თავად მკვდარი იყოს, მაგრამ მათ მძღოლებს იმავე ტერმინით ნამდვილად ვერ მოვიხსენიებთ. პირიქით, Scion-ის მფლობელები ტრასაზე ზედმეტად აქტიურებიც არიან. მათი დაახლოებით 8.4% წარსულში დაჯარიმებულა სიჩქარის გადამეტებისთვის, ყველაზე ცუდი მძღოლები კი ამ მხრივ FR-S-ის მფლობელები არიან.



მესამე ადგილზე Volkswagen-ია (8.3%), სიჩქარის ლიმიტის დაცვა ყველაზე მეტად Golf GTI-ის (11.1%) მძღოლებს უჭირთ, და კიდევ ერთხელ, ხუთეულის მიღმა არ დარჩა Subaru-ც (8%), განსაკუთრებით დაუმორჩილებელი WRX-ის (13.6%) მძღოლებით. და მაშინ, როდესაც Mazda MX-5-ის (9.2%) მძღოლებს დიდად სიჩქარის კონტროლი არ უყვართ, ყველაზე კანონმორჩილნი ამ მარკის მომხმარებლებს შორის Mazda3-ის (4.3%) მფლობელები აღმოჩნდნენ.

გამოკითხვის საფუძველზე ყველაზე კანონმორჩილი მძღოლებიც გამოიკვეთნენ. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ სიჩქარის გადაჭარბებისთვის ყველაზე იშვიათად Cadillac-ის (5.4%), Tesla-ს (5%) და Volvo-ს (2.7%) მფლობელები ჯარიმდებიან.

 წარმოგიდგენთ ავტომწარმოებლების ათეულს, რომელთა მძღოლებიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის ყველაზე ხშირად ჯარიმდებიან - მათ შორის მოდელების მიხედვით ყველაზე ხშირ და იშვიათ დამრღვევებს: 

ავტომწარმოებელი დაჯარიმებული მძღოლები  ხშირად (მოდელი) იშვიათად (მოდელი)
Infiniti 8.70% G37 (10.7%) QX60 (5.2%)
Scion 8.40% FR-S (13.7%) xA (4.3%)
Volkswagen 8.30% Golf GTI (11.1%) Touragen (4.8%)
Subaru 8.00% WRX (13.6%) Ascent (1.9%)
Mazda 7.70% MX-5 Miata (9.2%) Mazda5 (4.3%)
Audi 7.60% S4 (14.6%) SQ5 (1.5%)
Kia 7.60% Stinger (13.4%) Soul EV (5%)
Honda 7.50% S2000 (10.8%) CR-V (5%)
BMW 7.40% i3 (17.6%) Z4 (4.5%)
Hyundai 7.40% Genesis Coupe (13.4%) Santa Fe XL (3.9%)

 

მსგავსი სიახლეები