აშშ-ში ყველაზე ხშირად Hyundai Elantra-ს იპარავენ
2023 წელს აშშ-ში მოპარული ავტომობილების სიაში Hyundai და Kia დომინირებს.
აშშ-ში ავტომობილების გატაცება საკმაოდ ხშირი შემთხვევაა. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს სტატისტიკაც, რომლის უახლესი მონაცემებიც ახლახან გამოქვეყნდა. 2023 წელს აშშ-ში ქურდებმა სამხრეთ კორეულ ავტომობილებს მუსრი პირდაპირი მნიშვნელობით გაავლეს. რატომ? 5 ყველაზე გატაცებადი ავტომობილის სიაში 4 სამხრეთ კორეულია.
როგორც ჩანს, Kia და Hyundai არამხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველ ავტომობილებს, არამედ მარტივად მოსაპარ მანქანებს ქმნის. ამასთან დაკავშირებით Tiktok-ის პლატფორმაზე ბევრი ვიდეოც გავრცელდა.
National Insurance Crime Bureau-ს მიერ გასაჯაროებული მონაცემებიდან ვიგებთ, რომ 2023 წელს აშშ-ში 10 ყველაზე გატაცებად ავტომობილში 3 Kia და 3 Hyundai-ა. კერძოდ, სიის სათავეში Hyundai Elantra-ა. მის შემდეგ Sonata მოდის. მესამე ადგილზე კი Kia Optima გახლავთ.
კორეული ავტომობილების გატაცების ფაქტები იმდენად გახშირდა, რომ ამერიკელ ქურდებში ყველაზე პოპულარული ტიპის ავტომობილების - პიკაპების - მოპარვის ფაქტები შემცირდა. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ზემოთ ნახსენებ და მიბმულ სიაში Chevrolet Silverado 1500 მეოთხე ადგილზეა.
10 ყველაზე ხშირად გატაცებად ავტომობილში Honda-ს ორი მოდელიც მოხვდა. როგორც ჩანს, ქურდები Accord-სა და Civic-ს იღებენ მიზანში.
2022 წელთან შედარებით, ამერიკელებმა 2023 წელს მეტი ავტომობილი მოიპარეს. სულ 1 020 729 შემთხვევაა აღრიცხული. გეტყვით იმასაც, რომ შესაბამისმა უწყებებმა მოპარული ავტომობილების 83% მფლობელებს დაუბრუნეს. ამ ერთობლიობის 34%-ის პოვნა კი პოლიციამ განცხადების მიღების დღესვე შეძლო. ეს კი ნამდვილად დასაფასებელი სტატისტიკაა.