Aa Aa
20 მაისი 2024  |  16:46

მდიდრების ნოსტალგია: BMW ხავერდოვანი XM-ით ბრუნდება

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც BMW-მ ავტომობილი ქსოვილით დაფარა.

სწორედ მაშინ, როდესაც ფიქრობთ, რომ XM-ი თქვენს გაოცებას მეტად ვეღარ შეძლებს, გერმანულმა ავტომწარმოებელმა მისი „ხავერდოვანი ვერსიის“ წარდგენა გადაწყვიტა. BMW-მ, ნაომი კემპბელთან კოლაბორაციით, ახალი ფლაგმანი შექმნა, თანაც სუპერმოდელის საყვარელ ფერში - იასამნისფერში.

ახალი SUV-ის ფოტოები სოციალურ ქსელ Instagram-ის საშუალებით, კომპანიის მთავარმა დიზაინერმა გაავრცელა. უნიკალური XM-ის დებიუტი, სახელწოდებით - Mystique Allure - კანის ფესტივალზე, მიმდინარე კვირაში შედგება. ავტომობილი გარედან ნაწილობრივ ნამდვილი ხავერდითაა დაფარული, იგივე ქსოვილია გამოყენებული მანქანის ინტერიერშიც.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც BMW-მ მისი ავტომობილი ქსოვილით დაფარა. 2008 წელს ავტომწარმოებელმა Gina Light Visionary Model-ი წარადგინა, სრულად ლითონის სტრუქტურაში. 2008 წლის კონცეფცია, სავარაუდოდ, უფრო საინტერესოც იყო, ვიდრე XM-ი. ავტომობილს ცვალებადი ფორმის კორპუსი ჰქონდა, რის გამოც წელვადი ტექსტილით იყო დაფარული. 

2008 წლის მოდელი, რომელსაც ქვემოთ ფოტოზეც ხედავთ, Z8-ის შთაგონებით იყო შექმნილი და ელასტიკური ქსოვილის ზედაპირი ჰქონდა. ავტომობილის კარები „ბატერფლაი“ პრინციპით იღება, შესაძლებელია მანქანის უკანა ფრთის ზომის დარეგულირებაც.

როგორც ჩანს, გერმანულ ბრენდს მანქანების ექსტერიერის რადიკალურად შეცვლა ჩვევად ექცა. 2019 წელს BMW-მ ძალიან მუქი ფერის X6 წარადგინა - Vantablack VBx2, რომელსაც სინათლის 99%-ზე მეტის შთანთქმა შეეძლო. მოგვიანებით კი, iX Flow-ის დებიუტიც შედგა. მანქანაში ელექტრონული მელნის ტექნოლოგია იყო გამოყენებული, რისი მეშვეობითაც, აპლიკაციის დახმარებით მანქანა ფერებს იცვლიდა.

გაზიარება: