Aa Aa
20 მაისი 2024  |  16:24

როგორი იქნება Honda-ს „0-სერიის“ ელექტრომობილები?

„0-სერიის“ პირველი სამი BEV-ი 2026 წლიდან გამოჩნდება.

გასულ კვირას დაანონსებული ინფორმაციით, Honda 2031 წლამდე ელექტრიფიკაციის მიმართულებით $65 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. ათწლეულის ბოლოსთვის, იაპონური ავტომწარმოებელი „0-სერიის“ ექვს ახალ ელექტრომობილსაც გამოუშვებს.

„0-სერიის“ ბატარეაზე მომუშავე ახალი ელექტრომობილების მახასიათებლები, სამი ძირითადი ტერმინის გარშემო ერთიანდება, ესენია: „თხელი, მსუბუქი და ბრძენი“. შედეგად, Honda-ს ახალი ელექტრომობილები იაპონური მარკის უკვე არსებული EV-ებისგან განსხვავებული იქნება. კომპანია ახლად შემუშავებულ კომპაქტურ e-Axle-ს და „მსოფლიოში უმაღლესი კლასის ულტრა თხელი ბატარეის ბლოკს“ გამოიყენებს.

შედეგად, 0-სერიების ძირი ბევრად უფრო თხელი იქნება. Honda კომფორტულ სალონსაც გვპირდება, რომელიც ინტუიტიური ინტერფეისით იქნება აღჭურვილი. BEV-ებს ისეთი მსუბუქი კორპუსი და ძალოვანი აგრეგატის ტექნოლოგია ექნებათ, როგორსაც მწარმოებელი F1-ისთვის იყენებს. 



გარდა ამისა, კომპანია ბატარეებსა და ძალოვან აგრეგატსაც მაქსიმალურად დაბლა და მანქანის ძარის ცენტრში დაამონტაჟებს - სიმძიმის ცენტრისა და წონის უკეთესი დაბალანსებისთვის. სრული დამუხტვით „0-სერიის“ ახალი ელექტრომობილები 480 კილომეტრზე მეტის დაფარვენ. 

„ბრძნული მიდგომის“ ფარგლებში კი, Honda ყველა მომავალ ელექტრომობილს უახლესი ოპერაციული სისტემა ექნება. ახალი ელექტრომობილები ხელოვნური ინტელექტითაც აღიჭურვება. ასევე, ავტომწარმოებელი უახლეს ავტონომიურად მართვისა და მძღოლის დამხმარე სისტემების ინტეგრირებასაც გვპირდება. უფრო ზუსსტად კი ელექტრომობილებში დამატებული იქნება მესამე დონის ავტონომური მართვა.

„0-სერიის“ პირველი სამი მოდელი 2026 წელს გამოვა. ახალ მოდელებს შორის იქნება დაბალის კლასის SUV-ი, საშუალო ზომის SUV-ი და სედანი. 2027 წელს 3-რიგიანი SUV-ი, ხოლო მომდევნო წელს კომპაქტური SUV-იც გამოჩნდება.

გაზიარება: