აუქციონი, jaguar, ჯერემი კლარკსონი, Jaguar E-Type, Top Gear, Low Drag GT, Eagle
Aa
Aa

მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მანქანა აუქციონზე იყიდება

ყველასათვის ცნობილ Jaguar E-Type-ის ბაზაზე შექმნილი Low Drag GT ამერიკის შეერთებულ შტატებში, აუქციონის ლოტებს შორის გამოჩნდა. სხვადასხვა გამოცემის გარეკანზე Eagle Low Drag GT არაერთხელ მოხვედრილა, თუმცა, ყველაზე დამამახსოვრებელი ალბათ Top Gear-ის 2015 წლის ეპიზოდი იყო, რომელშიც ავტომობილს ჯერემი კლარქსონი მართავდა.

საკულტო ავტომობილის ინსპირაციად, Jaguar-ის მიერ 1961 წელს შექმნილი კუპე გამოიყენეს. თავად Low Drag GT-ის აწყობა ავტომწარმოებელმა 2010 წელს დაიწყო. საერთო ჯამში Eagle-იმ Low Drag GT-ის მხოლოდ ექვსი ეგზემპლარი შექმნა.

Eagle Low Drag GT-ს ყველა სხვა E-ტიპისგან ხელით შექმნილი ალუმინის კორპუსი განასხვავებს. მანქანა შეღებილია სპეციალურად შემუშავებული და უნიკალური საღებავით სახელად "მერკური",  რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს მოდელს დამუშავებული ალუმინისგან დამზადებული ნაწილები აქვს.

Eagle-ის ქმნილება ფართო საზოგადოების მიერ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და სექსუალურ ავტომობილადაა აღიარებული. მანქანას Vredestein Ultrac Giugiaro Design-ის 20-იანი საბურავები უყენია და AP Racingის დისკური მუხრუჭებითა და Ohlins-ის რეგულირებადი ამორტიზატორებითაა აღჭურვილი.

Low Drag GT-ის კაპოტქვეშ 4.7-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ძრავაა მოთავსებული, ალუმინის ბლოკით. მანქანას ასევე აქვს დამოუკიდებელი დროსელ-საფარების კორპუსები, კარბონის შემშვები კოლექტორი და 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი.

ავტომობილის ინტერიერი მუქი ლურჯ ტყავშია წარმოდგენილი, აქვე ვხვდებით რეგულირებად ინდივიდუალურ სავარძლებსაც. ამას ემატება სალონის ნაცრისფერი ჭერი, განახლებული კონდიცირებისა და აუდიო სისტემა. მანქანას მხოლოდ 10 ათას კილომეტრამდე აქვს გავლილი, რაც სავარაუდოდ, Bring a Trailer-ის აუქციონზე მის ფასს კიდევ უფრო გაზრდის.

 

 

მსგავსი სიახლეები