Lamborghini, Golf, Volkswagen, Audi RS6, Golf Mk6, Golf R, Golf R32, Bilstein B16
Aa
Aa

Volkswagen-ის საიდუმლო: 463 ცხენის ძალის VR-6 Golf

Volkswagen-ის გასაიდუმლოებული მოდელი Audi RS6-ის მუხრუჭებით და Lamborghini-ის დისკებითაა აღჭურვილი.

რვა თაობის განმავლობაში, Volkswagen Golf-ის მრავალი სპეციალური გამოშვების ვერსია ვიხილეთ, რომელთაგანაც ყველაზე სასურველ მოდელებს 6-ცილინდრიანი ძრავები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ VR6-ის ხაზი მეოთხე თაობის მოდელის შემდეგ დასრულდა, როგორც აღმოჩნდა, Volkswagen-ს, VR-6 ძრავით, Golf Mk6-ის პროტოტიპი მაინც შეუქმნია. 

ენრიკო ბელცის, კონტენტის, კლასიკური კომუნიკაციისა და მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ინფორმაციით, VR-6-ით აღჭურვილი Mk6-ის ერთადერთი ეგზემპლარი, ავტომწარმოებელმა 2009 წელს შექმნა. ეს იყო Golf R-ის (Mk6) წინამორბედი და Rothe Motorsport-ის სარბოლო გუნდის 3.2-ლიტრიანი ძრავა ჰქონდა. ექვსცილინდრიანი ძრავა კი, სწორედ იმ ძრავის ბაზაზე შეიქმნა, რომლითაც Golf R32 (Mk5) იკვებებოდა.



მიუხედავად იმისა, რომ მანქანის ქარხნული ძრავა 247 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, განახლებებით მისი შესაძლებლობები 463 ცხენის ძალამდე, მაბრუნი მომენტი კი 236 ნიუტონ/მეტრიდან 384 ნ/მ-მდე გაიზარდა. განახლებები მოიცავდა Garret GT35-ის ტურბინას, შემშვებ კოლექტორს, განსხვავებულ ინჟექტორებს, ალუმინის ხელით შედუღებულ წნევის მილებს და ა.შ.

მაგრამ ეს Mk6 ბევრად უფრო მეტია, ვიდრე 6-ცილინდრიანი ძრავა. Golf-ს Audi RS6-ის წინა სამუხრუჭეები და Lamborghini-ის 19-იანი დისკები უყენია. ამას ემატება Bilstein B16-ის დაკიდების სისტემა და მცირედით განახლებული ინტერიერი. სალონი სრულად ალკანტარით, ხოლო ინსტრუმენტთა დაფა ტყავითაა დაფარული.

გაზრდილი  უნდა იყოს მანქანის წარმადობაც, მისი შედარებით მცირე წონის - 1,300 კგ - გათვალისწინებით. აქვეა მანქანის სრულად ამძრავი სისტემა და 7-სიჩქარიანი, ავტომატური ტრანსმისია. VW-ის თქმით, უცნობ პროტოტიპს 55 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის განვითარება შეუძლია.

თუმცა, ეს არ ყოფილა ბოლო Golf-ი, რომელიც VW-იმ, VR-6 ძრავით შექმნა. 2013 წელს Golf Design Vision GTI ვიხილეთ, VR-6 ძრავითა და 500 ცხენის ძალაზე მეტის გამომუშავების შესაძლებლობით, ხოლო 2015 წლის Golf GTI Supersport Vision Gran Turismo, ასევე VR-6 ძრავით, ასევე 500 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებდა.

მსგავსი სიახლეები