Mercedes, Tesla, Maybach, S-Class, Cybertruck, Maybach GLS
Aa
Aa

რეპერმა Cybertruck-ი თავისივე Maybachs-ის ფერებში გადაღება

Tesla-ს Cybertruck-ი, გამოშვებიდან საკმაოდ მალე, მდიდარი ენთუზიასტებისთვის აუცილებელ ნივთად იქცა. ამერიკული ელექტრომობილის კიდევ ერთი მფლობელი ჰიუსტონში მცხოვრები რეპერი გახდა, რომელმაც Cybertruck-ი თავისი Mercedes-Maybach GLS-ისა და S-Class-ის კოლექციას შემატა, ამით არ დაკმაყოფილდა და მასკის ქმნილება, მის სხვა მანქანებს, გარეგნულადაც დაამსგავსა.

Cybertruck-ის ექსტერიერის ტრანსფორმაციაზე 713Motoring-ის გუნდმა იმუშავა. შედეგად კი მოვიღეთ მასკის ელექტროპიკაპის პირველი, ორფერიანი ვერსია, რომლის ნახევარიც თეთრ, ხოლო ქვედა ნახევარიც მუქ ბორდოსფერ ფერშია გადაწყვეტილი - ზუსტად მხატვრის საკუთრებაში არსებული Maybach-ისა და S-Class-ის მსგავსად.

ფერების მსგავსი შეხამება საკმაოდ გავრცელებულია მდიდრულ, ძვირად ღირებულ მანქანებში, თუმცა, საკითხავია, რამდენად მოთხოვნადი იქნებოდა Cybertruck-ი, Tesla-ს მისი ამ ფერების კომბინაციით წარმოება რომ გადაეწყვიტა.

View this post on Instagram

A post shared by Forgiato Wheels (@forgiato)

ექსტერიერის თითქოსდა სრული ტრანსფორმაციის მიუხედავად, 713 Motoring-მა, პიკაპის შავი ფერის, ფრთის თაღის საფართოებელი პანელები ხელუხლებელი დატოვა. განახლებულ ვერსიაში პანელები Forgiato-ს 26-იანი ბორბლების თავზეა დამაგრებული, თეთრი დისკების შუა ნაწილზე კი, წითელი წარწერა - ABN - იკითხება. მანქანის მფლობელი Trae tha Truth-ია, ტეხასელი რეპერი და დუეტ ABN-ის წევრი.

უცნობია, თუ რა დაუჯდა რეპერს Cybertruck-ის კორპუსისა და ბორბლების სრულად შეცვლა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ 713 Motoring-ი ამ საქმისთვი მას ცოტას გამოართმევდა. 26-იანი დისკები ვიზუალურად თვალშისაცემია და წესით, მხოლოდ სტილისთვისაც უნდა დარჩეს, რადგან მანქანის ამ დისკებით მართვა ფაქტობრივად შეუძლებელია. ამ შემთხვევაში, რეპერს მოუწევს არჩევანი მის რომელიმე სხვა მანქანაზე შეაჩეროს.

View this post on Instagram

A post shared by -BIG A$H (@713ab)

პარალელურად, 713 Motoring-ის გუნდმა კიდევ ერთ Cybertruck-ზე დაასრულა მუშაობა. ამ მოდელს Forgiato-ს 30-იანი, უზარმაზარი დისკები დაუყენეს. ელექტროპიკაპის დისკებიც, მისი კორპუსის მსგავსად სრულად თეთრ ფერში გადაწყვიტეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Cybertruck-ს ძალიან უცნაური სამთვლიანი დისკები აქვს, რომლის შიდა ნაწილზეც წითელი კანტები მოჩანს.  

 

მსგავსი სიახლეები