გინესის მსოფლიო რეკორდი, კარტინგი
Aa
Aa

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი კარტინგი შესაძლოა თქვენი გახდეს

ძალიან ბევრი გზა არსებობს $15,000-ის დასახარჯად, თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ოთხბორბლიანი უსწრაფესი ნივთის შეძენა გაქვთ გადაწყვეტილი, მაშინ ეს საუკეთესო არჩევანია. ერთადერთი რაც თქვენ გჭირდებათ საკმარისი თანხა და სურვილია - გყავდეთ მსოფლიოში უსწრაფესი, რეაქტიულ ძრავაზე მომუშავე კარტინგი.

უფრო მეტიც, ეს კონკრეტული კარტინგი ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, გინესის რეკორდის მფლობელიცაა. რეკორდი კარტინგმა 2021 წლის 8 ოქტომბერს, ერთ საათში, 184 კილომეტრის დაფარვისთვის დაამყარა. კარტინგი ამჟამად კანზასშია და ახალ მფლობელს ელოდება.

კარტინგი ორი, KingTech K450G4-ის რეაქტიული ძრავით იკვებება, რომელთაგან თითოეული 430 ნიუტონზე მეტ ძალას გამოიმუშავებს. ამ შემთხვევაში, უფრო დიდი სისწრაფის მიღწევას დამატებითი ბიძგი დასჭირდებოდა, შესაძლოა იმაზე მეტიც კი, ვიდრე არსებული ძრავები  უზრუნველყოფენ.

ეს კონკრეტული კარტინგი კი, რომელიც გასაყიდად გამოვიდა, სქაილერ ჯენუარიმ ააწყო. შექმნის პროცესი მრავალ ეტაპს მოიცავდა, მათ შორის: რეაქტიული ძრავების, კარტინგის პლატფორმებისა და დრაგის კოეფიციენტების შესწავლას. პირველად, სკაილერმა რეაქტიული ძრავები მოპედზე გამოცადა, შემდგომ კი კარტინგშიც მოათავსა. კარტინგის შესაქმნელად სკაილერსა და მის ძმას დამატებით ექვსი თვე დასჭირდათ.

შეძენისას კარტინგს თან სერტიფიკატი და ორი, თითქმის გამოუყენებელი რეაქტიული ძრავა მოჰყვება. მსურველებს, კარტინგთან ერთად, მოპედის შეძენაც შეუძლით. ორივე სატრანსპორტო საშუალებას ერთი და იმავე რეაქტიული ძრავა აქვს, რაც მძღოლს ქალაქში სხვადასხვა სიჩქარით გადაადგილების გამოცდილებას სთავაზობს.

 

 

მსგავსი სიახლეები