Lamborghini, Mazda, Subaru, Bugatti, Bentley, Toyota, ელექტრომობილი, შიგაწვის ძრავა, Volkswagen
Aa
Aa

VW-ი შიგაწვის ძრავებზე მილიარდობით დოლარს დახარჯავს

გერმანულმა ავტომწარმოებელმა გადაწყვიტა ელექტრიფიკაციას მილიარდები მოაკლოს და შიგაწვის ძრავების განვითარებაზე გადაერთოს.

მაშინ, როდესაც ავტომწარმოებლები დაჩქარებული ტემპით ცდილობენ მოერგონ ახალ რეგულაციებს, არიან ისეთებიც, რომლებიც არსებული რეალობის წინააღმდეგ მიდიან. სწორედ მსგავსი შემართებითაა Volkswagen-ი, რომელმაც უბრალოდ გადაწყვიტა ელექტრომობილების განვითარებისთვის მილიარდები მოეკლო და ამ თანხით, შიგაწვის ძრავების განვითარება დაეფინანსებინა.

2023 წლის $200-მილიარდიანი ბიუჯეტიდან, გერმანული ავტომწარმოებელი ორ/მესამედს „ელექტრიფიკაციასა და დიგიტალიზაციაზე“ დახარჯავს, დარჩენილ ნაწილს კი, შიგაწვის ავტომობილების განვითარებისთვის გამოყოფს. ბიუჯეტის ერთი/მესამედი დაახლოებით $65 მილიარდია, რაც თავად Volkswagen-ის წარმომადგენლების განცხადებით, „წვის მანქანებისთვის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას“ მოხმარდება.

როგორც მიუნხენში გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას, Volkswagen Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და მთავარმა ოპერაციულმა ოფიცერმა განაცხადეს, „მომავალი ელექტროა, თუმცა წარსული, ჯერ არ დასრულებულა“. მათივე ინფორმაციით, შიგაწვის ავტომობილების განსავითარებლად წლევანდელი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა უცვლელი დარჩება და მისი გაზრდა არ იგეგმება. მოქმედი გეგმით, VW-ი სრულად ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლას 2033 წლიდან განიხილავს.

მიუხედავად ამისა, გასულ წელს, თავად VW-ის ბრენდის ხელმძღვანელმა შიგაწვის ძრავებს, ელექტროსაწვავზე საუბრისას, „ძველი ტექნოლოგია“ უწოდა. ხოლო სინთეზური საწვავის გარშემო არსებული დისკუსიები „არასაჭირო ხმაურად“ შეაფასა.

მდგრადი საწვავის განვითარებაზე Volkswagen Group-ის საკუთრებაში არსებული მაღალი დონის ბრენდებიც მუშაობენ. მათ შორისაა Bugatti, რომელსაც სახლის ბენზინგასამართი სადგურის განვითარება სურს. Bugatti-ის ახალი პროექტით, მომხმარებელს მისი ავტომობილების საწვავით შევსება უკვე სახლიდანაც შეეძლება. პარალელურად, ნახშირბადნეიტრალური საწვავის განვითარებაზე მუშაობენ Lamborghini-ისა და Bentley-ის გუნდშიც.  

შიგაწვის ძრავების დავიწყებას არ აპირებენ Toyota-ს, Mazda-ს და Subaru-ს გუნდშიც. ავტომწარმოებლები სამი ერთმანეთისგან განსხვავებული ძრავის შექმნაზე არიან ორიენტირებულნი. მაგალითად, Toyota 4-ცილინდრიანი ერთრდიგა ძრავის შექმნაზე იმუშავებს, ხოლო Subaru-ს გეგმებში ოპოზიტური ძრავის განვითარება შედის.

 

მსგავსი სიახლეები