Aa Aa
12 ივნისი 2024  |  19:00

ადგილზე ბუქსაობის შემდეგ, უკრაინაში M3 და M4 ერთმანეთს „შეასკდნენ“

M-ის ორივე ძვირად ღირებული მოდელი სერიოზულად დაზიანდა და მათი შეკეთება იაფი ნამდვილად არ დაჯდება.

ყველაზე მარალი ალბათობა, რომ ერთდროულად საშიში და არასერიოზული შემთხვევის მონაწილე აღმოჩნდე, ალბათ სპორტული მანქანების მძღოლების შეხვედრებზეა. საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება და ეგოს ამაღლება კარგია, თუმცა, საჭიროა ამ ფაქტით ზიანი გარშემომყოფებს არ მიაყენო.

მაგრამ, სამწუხაროდ, უბედური შემთხვევების ალბათობა მსგავსი შეკრებების დროს საკმაოდ მაღალია. ასე მოხდა უკრაინაშიც, რასაც რბილად რომ ვთქვათ, ორი საკმაოდ ძვირად ღირებული M-სერია „შეეწირა“.

Instagram-ზე გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს BMW M4 Competition-ი, რომელიც პარკინგის ცენტრში საბურავებს ადგილზე წვავს. ამ „ილეთის" შესრულებისას მასთან საკმაოდ ახლოს არიან როგორც მაყურებლები, ასევე სხვა, იქვე გაჩერებული მანქანებიც. ზუსტად მის წინ კი ნაცრისფერი  BMW M3-ია, რომელიც მალევე M4-ს უერთდება და მასთან ერთად, შეკრებას „ცუდი შედეგებით“ ასრულებს.

მსგავსი ტიპის მანევრის შესრულებისას, ორივე მძღოლს სულ მცირე ოდნავ მეტი ყურადღება და გარემოს უკეთ შეფასება სჭირდებოდათ. მეტი არც არაფერი. თუმცა, როგორც ჩანს, M4-ის საჭესთან მჯდომმა პირმა ვერ შეამჩნია დიდი შავი სატვირთო მანქანა, რომელიც მოულოდნელად მის წინ გაჩერდა და შეჯახების თავიდან ასაცილებლად სწრაფი დამუხრუჭება დასჭირდა.

სათანადოდ ვერ შეაფასა მის გარშემო არსებული სიცუაცია M3-ის მძღოლმა, რაშიც ხელი შესაძლოა საბურავების კვამლმაც შეუშალა. შედეგად, M4-ის მოულოდენლად გაჩერებაზე სწრაფია რეაგიარება ვერ შეძლო და...

View this post on Instagram

A post shared by Babayaga (@babayaga_racing)

M3-ის ცხაური განადგურებულია, ბამპერის დიდი ნაწილი მომძვრალი, ხოლო კაპოტი „შეღუნულია“. მძიმე დაზიანებები ჩანს M4-ის უკანა მხარესაც. დამსხვრეულია კარბონის უკანა დიფუზორი და სულ მცირე, ორი მაყუჩი მაინც შესაცვლელია. ფაქტია, მფლობელებს მანქანების შეკეთება იაფი ნამდვილად არ დაუჯდებათ.

 

გაზიარება: