1990 წლის ხელუხლებელი Miata $40,500-ად გაიყიდა
Mazda-ს ლეგენდარული მოდელი MX-5 Miata პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1989 წლის მაისში გამოჩნდა და მალევე, ნამდვილ ჰიტად იქცა. „სულ რაღაც“ 34 წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ახალი იყო, როდსტერის ღირებულება $13,8000-ს აღწევდა, რად დღევანდელი მდგომარეობით $33,310-ის ეკვივალენტურია.
სრულად ახალი Miata შედარებით იაფია, მისი შეძენა სულ ცოტა $31,170-ად მაინც შესაძლებელია. თუმცა, თუ Miata-სთან ერთად საავტომობილო ისტორიის შეძენაც გაქვთ გადაწყვეტილი, მაშინ ცოტა მეტიც უნდა გადაიხადოთ.
1990 წლის ეს მოდელი - Mazda MX-5 Miata, რომელიც წითელ ფერშია გადაწყვეტილი, ახლახან, Bring a Trailer-ის აუქციონზე $40,500-ად გაიყიდა. წარმოუდგენელი ფასია, უფრო რთულად წარმოსადგენი კი ის ფაქტია, რომ ავტომობილი თითქმის ხელუხლებელ მდგომარეობაშია. ოდომეტრის მაჩვენებლით, მანქანას მხოლოდ 60 კილომეტრი აქვს დაფარული.
ეს Miata სამ ათწლეულზე მეტია რაც არსებობს, თუმცა მხოლოდ ორი მფლობელი გამოიცვალა. ახლანდელმა მფლობელმა კი სულ რაღაც 1 წლის წინ, გასული წლის ოქტომბერში შეიძინა.
Mazda-მ 1990 წლის Miata-ს მხოლოდ ორი ვერსია შექმნა. A-ის საჭის გამაძლიერებელი, ტყავში ჩასმული საჭე, 14-დიუმიანი ბორბლები და AM/FM-ის კასეტა ფლეიერი დაამატა, ხოლო B-ვერსიაში კრუიზ-კონტროლი და ელექტროფანჯარა დაამატა. ეს ყველაფერი, პლუს ჰაერის გაგრილების სისტემა, CD-ფლეიერი და მოსახსნელი სახურავი გვხვდება აუქციონზე გაყიდულ ამ ხელუხლებელ Miata-ში.
კლასიკური როდსტერის კაპოტის ქვეშ 1.6-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ძრავაა მოთავსებული. 1990 წლის Miata 116 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მაბრუნი მომენტი 150 ნიუტონ/მეტრია. გადაცემათა კოლოფი კი, 5-სიჩქარიანი მექანიკაა.