BMW, X3, X3 M40i, X4 M40i, M Lite, M135i
Aa
Aa

BMW-ის M-ემბლემის დასამაგრებელი ადგილები ამოეწურა

BMW-ის გუნდი განმარტავს, თუ რატომ არის დამაგრებული M-ნიშანი ასე დაბლა.  

ბოლო წლებია ახალი ტენდენციის მომსწრეები გავხდით: BMW-ი გერმანული მარკის საკულტო M-ემბლემას მაღალი წარმადობის მანქანების წინა ნაწილზე ამაგრებს. პირველად მსგავსი რამ 2021 წლის X3 M40i-სა და X4 M40i-ში ვნახეთ და ამ „ტრადიციას“ წარმატებით აგრძელებს - თუმცა, ისეთ მოდელებში, რომელთაც რთულია M-ი ეწოდოს.

2025 წლის M240i, M Lite-ის ხაზის უახლესი მოდელია, რომელზედაც M-ემბლემა ვიხილეთ. თუმცა, ამ შემთხვევაში, BMW-იმ ეს ცოტა განსხვავებულად გააკეთა და ემბლემა მანქანის წინა ნაწილზე, ჩვეულებრივზე დაბლა დაამაგრა. მაშინ, როდესაც სხვა, მაღალი წარმადობის M-მანქანებზე, აღნიშნვა მანქანის „თირკმლისებრ“ ცხაურზეა დამაგრებული, ამჯერად, M-სიმბოლოს დასამაგრებლად გერმანულმა ბრენდმა ჰაერის შემშვები აირჩია.

კიდევ ერთი თითქოს შეუმჩნეველი, თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილება ახალი M135i-ის ემბლემის შემთხვევაშიც ვიხილეთ. საქმე იმაშია, რომ მანქანის უკანა ნაწილზე ემბლემის სიმბოლოზე მხოლოდ M135 წერია, წინამორბედებისგან განსხვავებით - „i“-ის აღნიშვნის გარეშე. საინტერესოა ისიც, რომ ახალ ემბლემაზე „M“ და „1“ აღნიშვნა იმავე ზომაშია, თუმცა „3“-იანისა და „5“-იანის ზომა შედარებით დაპატარავებულია.

ამ თითქოსდა მინიმალური ცვლილებებით, ბევრ არამოყვარულს შესაძლოა ახალი M135, ლეგენდარულ M1 მოდელებში აერიოს და მისი შესაძლებლობების შესახებაც რეალობას მოკლებული წარმოდგენები შეექნას. „i“-ის ჩამოშორება კი იმაზეც მიუთითებს, რომ BMW ბენზინის ძრავებს მომდევნო თაობებში საბოლოოდ გამოემშვიდობება.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ M-ემბლემის დამატებით ადგილებზე დამაგრება გერმანული ავტომწარმოებლის მხრიდან სხვა არაფერია, თუ არა მარკეტინგული ნაბიჯი. რთულია, ზემოთ ნახსენები რომელიმე მოდელი M-სერიის ავტომობილებს მიაკუთვნო, თუმცა, თუ M-ების მიმართ არსებულ მაღალ მოთხოვნას გავითვალისწინებთ, შესაძლოა BMW-ის გადაწყვეტილება ჭკვიანური გათვლაც კი აღმოჩნდეს.

 

მსგავსი სიახლეები