Ferrari, ელექტრო, ელექტრომობილი, შიგაწვის ძრავა, Spider, V-12, 12Cilindri Coupe
Aa
Aa

Ferrari V12 ძრავებს იქამდე აწარმოებს, სანამ კანონით არ აიკრძალება

უახლესი V-12-ის ძრავა წუთში 10,000 ბრუნს ასრულებს.

როგორც ჩანს, Ferrari-ში გადაწყვიტეს, V12-ის წარმოება იქამდე გააგრძელონ, სანამ ეს კანონით აკრძალული არ გახდება. ასე რომ, იტალიური მწარმოებელი 12-ცილინდრიან ძრავას სიცოცხლისუნარიანობას იქამდე შეუნარჩუნებს, სანამ მისი ქმედება არალეგალურად ჩაითვლება.  

ავსტრალიურ გამოცემა Car Expert-თან საუბრისას, Ferrari-ის პროდუქტის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ემანუელე კორანდომ ავტომწარმოებლის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. კორანდომ ავტოენთუზიასტებს პირობა მისცა, რომ 6.5-ლიტრიანი ძრავებით Ferrari ავტომობილების წარმოებას მის აკრძალვამდე გააგრძელებს: „ვიმედოვნებთ, რომ ატმოსფერული V12-ების წარმოების საშუალებას რეგულაციები მომავალშიც მოგვცემს. სავარაუდოდ ჩანაცვლება ახალი ტიპის ბენზინით მოხდება, რომელიც ტრადიციულზე ბევრად უფრო მდგრადი იქნება“.

12Cilindri Coupe-ისა და Spider-ის ახალი 6.5-ლიტრიანი ძრავა წუთში 9,500 ბრუნს ასრულებს, რაც ტექნიკურად შესაძლოა 10,000rpm-მდეც გაიზარდოს. მაგრამ, 10,000rpm-იანი შესაძლებლობის მიუხედავადაც, ეს V12 ყველაზე მაღალბრუნიანი ძრავის ტიტულს მაინც ვერ დაეუფლა. ამ შემთხვევაში, „რბოლის გამარჯვებული“ Gordon Murray Automotive T.50-ია, წუთში 12,100 ბრუნით, მასთან ერთად კი 12Cilindri-ს Aston Martin Valkyrie-ი და Ariel Atom V8-ც ასწრებს, შესაბამისად წუთში 11,100 და 10,600 ბრუნით.

თუმცა, ბევრად უფრო საინტერესო თავად Ferrari-ის წამყვანი დიზაინერის აღიარებაა, რომელიც ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ. მანზონის შეფასებით, წარმადობის თვალსაზრისით, ტურბოდაბერვის V-8 ძრავები V12-ზე უკეთესია და უფრო მეტიც, 12-ცილინდრიანი ბლოკი ყველაზე ეფექტიანი ძრავაც კი არაა. მიუხედავად ამისა, იტალიურმა მარკამ „V12-ისთვის უნდა იბრძოლოს“, რადგან ეს უფრო სენსიტიური საკითხია მომხმარებლისთვის, ვიდრე მათი სხვა ძრავები იქნებოდა.

Ferrari V12-ისადმი ერთგულად რჩება მაგრამ, უარის თქმას არც ელექტრომობილებზე აპირებს. პირველ ელექტრომობილს იტალიური მარკა 2025 წელს გამოუშვებს და მას შემდეგ, შიგაწვის ძრავაზე მომუშავე მანქანების წარმოებასაც შეამცირებს. მიმდინარე გეგმით, ათწლეულის ბოლოსთვის Ferrari-ის მიერ წარმოებული ავტომობილების 40% ელექტრო იქნება, 40%-იც ჰიბრიდი, 20% კი, ICE მოდელებისთვის დარჩება. Ferrari-ში თვლიან, რომ შიგაწვის ძრავებს მომავალი ჯერ კიდევ აქვს და იმედებს, მდგრად საწვავზე ამყარებენ.

მსგავსი სიახლეები