Ferrari, ელექტრო, ელექტრომობილი, შიგაწვის ძრავა
Aa
Aa

ერთი ადგილის თამაში: Ferrari ელექტრომობილს უშვებს

Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი ნახევარი მილიონი დოლარი ეღირება.

როგორც ჩანს, იტალიური ავტომწარმოებელი დაპირებას არ ასრულებს, „მსოფლიოს ახალ წესებს“ მიჰყვება და მომავალ წელს, ახალ ელექტრომობილსაც გამოუშვებს. Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი კი არც მეტი არც ნაკლები ნახევარი მილიონი დოლარი - კონკრეტულად კი, $535 ათასი ეღირება.

სულ რაღაც სამი წლის წინ, თავად Ferrari-ის აღმასრულებელი დირექტორი შეგვპირდა, რომ იტალიური მარკა სრულად ელექტრო ავტომობილების წარმოებაზე არასდროს გადავიდოდა. უფრო მეტიც, ბოლო პერიოდში კომპანიამ ამბიციური განაცხადებიც გააკეთა იმის შესახებ, რომ V12-ის წარმოების გაგრძელებას იქამდე გააგრძელებდა, სანამ ეს ქმედება კანონით დასჯადი არ გახდებოდა.

თუმცა, წარსულთან „ჩაბღაუჭების“ გარდა, Ferrari-ში არც მომავალი დავიწყებიათ, თუმცა დაპირებები დაივიწყეს და ახალ წესებსაც ფეხი მარტივად აუწყეს. და შეუსრულებელ დაპირებებსაც რომ თავი დავანებოთ, არ მორიდებიათ და მანქანას საკმაოდ მაღალი ფასი დაადეს. ასე რომ, მას ვინც მომავალ წელს Ferrari-ის ელექტრომობილის ყიდვას გადაწყვეტს, სულ მცირე ნახევარი მილიონი დოლარის (მინიმუმ $535 ათასი) გადადებაც მოუწევს.

აქვე არანაკლებ საინტერესო ის ფაქტია, რომ ახალი ელექტრომობილისთვის Ferrari სპეციალური საწარმოო ქარხნის აშენებასაც გეგმავს, წარმოებას კი - 30%-ით გაზრდის. არსებული ინფორმაციით, Ferrari პირველ ელექტრომობილს მომავალ წელს ვიხილავთ, მანქანის ფასი კი მხოლოდ ერთ ფაქტზე მიუთითებს - იტალიურ ბრენდში მტკიცედ სჯერათ, რომ ულტრა მდიდარი მძღოლები მასში მსგავსი მოცულობის თანხას აუცილებლად გადაიხდიან, იმისდა მიუხედავად, რომ EV-ებზე მოთხოვნა ამჟამად მკვეთრად შემცირებულია.

ამ ეტაპისთვის, Ferrari-ის კომპანიის პირველი ელექტრომობილის ფასზე კომენტარი არ გაუკეთებია. ღირებულება მართლაც საკმაოდ მაღალია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მაგალითად ელექტრო Taycan-ის ფასი დაახლოებით 100 ათასი ევროდან იწყება.

შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ დაპირებების მიუხედავად, Ferrari უარის თქმას არც ელექტრომობილებზე აპირებს. პირველი EV-ის გამოშვების შემდეგ კი, შიგაწვის ძრავაზე მომუშავე მანქანების წარმოებასაც შეამცირებს. მიმდინარე გეგმით, ათწლეულის ბოლოსთვის Ferrari-ის მიერ წარმოებული ავტომობილების 40% ელექტრო იქნება, 40%-იც ჰიბრიდი, 20% კი, ICE მოდელებისთვის დარჩება. Ferrari-ში თვლიან, რომ შიგაწვის ძრავებს მომავალი ჯერ კიდევ აქვს და იმედებს, მდგრად საწვავზე ამყარებენ.

მსგავსი სიახლეები