კლასიკა ბრუნდება: BMW მეექვსე სერიას „აცოცხლებს“
მეექვსე სერია სავარაუდოდ 2026 წელს გამოვა და მერვე სერიას ჩაანაცვლებს
ავტომწარმოებლების მიერ პროდუქციის ხაზის გაუმჯობესება მუდმივი პროცესია. რომელიმე მოდელი შესაძლოა გეგმის შესაბამისად არ იყიდებოდეს, რისთვისაც კომპანიას, ალტერნატიული გეგმა სჭირდება. ამ შემთხვევაში გამონაკლისი არც BMW-ია. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანული ავტომწარმოებელი მეექვსე სერიას „გააცოცხლებს“ და ამ უკანასკნელით, არც მეტი არც ნაკლები, მერვე სერიას ჩაანაცვლებს.
და კიდევ, იმავე მოხსენებიდან ირკვევა, რომ BMW სამომავლოდ XM-ის SUV-ების წარმოების სამუდამოდ შეჩერებასაც განიხილავს.
აღნიშნულ ინფორმაციას Automotive News-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემა ირწმუნება, ახალი მეექვსე სერია 2026 წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება, მხოლოდ მას შემდეგ რაც მერვე სერიის წარმოება სამუდამოდ დასრულდება. „აღორძინებულ“ მე-6 სერიას BMW სავარაუდოდ კუპესა და კაბრიოლეტის ვერსიებში წარმოგვიდგენს. აქვე შეგახსენებთ, რომ მერვე სერია ორკარიან, ოთხკარიან და კაბრიოლეტის ვერსიებს გვთავაზობდა.
მეექვსე სერიის წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში 2019 წელს შეწყდა, ზუსტად მას შემდეგ რაც გერმანულმა ავტომწარმოებელმა მე-8 სერია გამოუშვა. მოდელების ფასს შორის სხვაობა მართლაც შესამჩნევი იყო. მერვე სერია $100 ათასიდან იწყებოდა. ახალი ვერსია სავარაუდოდ CLAR-ის ბაზაზე შეიქმნება და შესაძლოა ვიხილოთ, როგორც ჰიბრიდი, ასევე გაზზე და ბატარეაზე მომუშავე მოდელები.
საინტერესოა ისიც, რომ თავდაპირველი გეგმა სრულად ელექტრო ვერსიის გამოშვებასაც გეგმავდა, თუმცა, ეს გეგმა უკვე გაუქმებულია....
თუმცა, BMW-ის მეექვსე სერიის „გაცოცხლებაზე“ ჯერ მხოლოდ ჭორები დადის და თავად ავტომწარმოებელი ამ საკითხს არ ადასტურებს. კომპანიაში არც XM-ისა და მერვე სერიის წარმოების შეჩერებაზე საუბრობენ და 2026 წლამდე მაინც გვპირდებიან მის შენარჩუნებას.