Mercedes-Benz, Evo, HWA, Mercedes-Benz 190E 2.5-16 Evo II, 190E, Mercedes-Benz 190E, Affalterbach
Aa
Aa

HWA-მ ორტურბინიანი Evo-ს ხმა ორიგინალ ვერსიას გაგახსენებთ

შორს წაგვიყვანს იმ კლასიკური მოდელების ჩამოთვლა, რომელთა გათანამედროვებული ვერსიებიც ჩვენ ბოლო წლებში ვიხილეთ. თუმცა, ცოტამ თუ მოახერხა დაემსახურებინა იმ მასშტაბით ყურადღება, როგორც ეს ავტოსპორტის სამოსის მწარმოებელი კომპანია HWA-ს მიერ შექმნილმა Evo-მ შეძლო.

მანქანის ესკიზები და რენდერები ჩვენ ჯერ კიდევ გასულ წელს ვიხილეთ. ავტომობილი სრულად საჯარო კი მხოლოდ გასულ კვირას გახდა. Evo-ს ონლაინდებიუტიდან მალევე, HWA-მ მოდელი შვეიცარიაში, Ambri-ის აეროპორტში მიიყვანა, სადაც მსურველებს მისი ხილვისა და ხმის გაგების შესაძლებლობაც მისცა.

Mercedes-Benz 190E 2.5-16 Evo II-ისგან განსხვავებით, ამ Evo-ს მაღალი ბრუნვის, 2.5-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავა არ დაგხვდებათ. თუმცა, HWA-მ მის მოდელში 3-ლიტრიანი, 2-ტურბინიანი V6 დააყენა, რომელიც 444 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაბრუნი მომენტი 549 ნიუტონ მეტრია. Affalterbach-ის კომპლექტის საშუალებით, მანქანის შესაძლებლობები 493 ცხენის ძალამდე იზრდება, მაბრუნი მომენტი კი ამ შემთხვევაშიც უცვლელი რჩება.

Evo-სა და მითუმეტეს მაღალი სიმძლავრის მოყვარულები მრავლად არიან, რის გამოც, ბევრს ორტურბინიანი V6-ის ხმის შესაძლებლობებიც აღელვებდა. თუმცა, გამონაბოლქვი სისტემის გაუმჯობესებით, HWA-მ შექმნა ხმა, რომელიც ორიგინალ ვერსიას ღირსეულ კონკურენციას გაუწევს და აქამდე, არც რომელიმე V6-ისგან გაგიგიათ. მართლაც, ის უფრო კლასიკურ სარბოლო მანქანას ჰგავს, ვიდრე სედანს, ახალი Mercedes-ის ძრავით.

მეორე მხრივ კი, რათა დემონსტრაცია უფრო თვალშისაცემი ყოფილიყო, HWA-მ ახალი მოდელი 190E 2.5-16 Evo II-სთან ერთად წარადგინა - ამ ორ მოდელს შორის შედარებისა და დასკვნების გაკეთების საშუალება კი, ისევ დამთვალიერებელს დაუტოვა.

HWA ახალი Evo-ს მხოლოდ 100 ერთეულად გამოშვებას გეგმავს. მანქანის საწყისი ფასი $767,000 იქნება.

 

მსგავსი სიახლეები