პოლიცია, პოლიციელი, კანონები
Aa
Aa

პოლიციისთვის შუა თითის ჩვენების გამო პირი $175,000-ით დააჯილდოვეს

 საღი აზრი საკმაოდ იშვიათი მოვლენა გახდა და ეს, სამწუხაროდ, სამართალდამცავი ორგანოების ზოგიერთ წევრზეც ვრცელდება. თუმცა, ამჯერად საქმე ბედნიერ დასასრულთან გვაქვს, ამბის მთავარი გმირი კი ახლა $100,000-ით უფრო მდიდარია, ვიდრე ამ ინციდენტამდე იყო.

ვერმონტის სამოქალაქო თავისუფლებების ამერიკული კავშირის (ACLU) თანახმად, გრეგორი ბომბარდი 2018 წელს ვერმონტის შტატის ერთ-ერთმა სამართალდამცავმა შუა თითის ჩვენების გამო დააკავა. დაკავების შემდეგ, ბრალდებული სრულიად საპირისპიროს ამტკიცებდა, მაგრამ, უარყოფის მიუხედავადაც, ACLU-ს დასკვნა შემდეგნაირი იყო: „ბომბარდი ერთ-ერთმა ჯარისკაცმა დაკითხვისთვის მცირე ხნით შეაჩერა, რის შემდეგად, პირმა მას შუა თითი უჩვენა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“.

ამ ქცევამ აშკარად გააბრაზა სამართალდამცავი რომელმაც ბომბარდი უწესრიგო ქცევისთვის დააკავა. თუმცა, დაკავება მისი უფლებების აშკარა დარღვევით მოხდა. საქმე კი იმაშია, რომ ACLU-ს ინფორმაციით „ბრალდებული დააკავეს ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში და სასამართლო დავა კი, სისხლის სამართლის საქმეზე, თითქმის 1 წლის განმავლობაში გრძელდებოდა“.

ბრალდებულის საბედნიეროდ, საქმე მის სასარგებლოდ დასრულდა. ACLU-მ ამ შემთხვევაში ბომბარის მხარე დაიჭირა და სარჩელი მისი სახელით, 2021 წელს შეიტანა. წარდგენილ ბრალდებაში, ACLU ჯარისკაცს, გვარად რიგერს, პირველი შესწორების დარღვევას ედავებოდა და ამტკიცებდა, რომ მისი მხრიდან ბომბარის დაკავება სხვა არაფერი იყო თუ არა „პირადი შურისძიება“.

„ნებისმიერი, ვისაც პირველი შესწორების, 101-ე მუხლის აზრი ესმის მიხვდება, რომ ოფიცერს არ აქვს უფლება მიიღოს ზომები და დააკავოს პირი მხოლოდ სამაგიეროს გადახდის მიზნით, რადგანაც მისი ეგო დაზიანდა“, - ნათქვამია ბომბარდის ადვოკატის განცხადებაში.

მრავალწლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, სასამართლომ ბომბარდის დაკავების ფაქტი არაკანონიერად ცნო და მისთვის, ზარალის ასანაზღაურებლად, $175 ათასის კომპენსაცია დაამტკიცა. თანხიდან $100 ათასს თავად დაზარალებული მიიღებს, $75 ათასი კი იურიდიული გასამრჯელოს სახით, ACLU-ს გადაეცემა.

 

მსგავსი სიახლეები