ყველაზე საიმედო მანქანები, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოვიდა
Toyota და Lexus-ი 2021 წლიდან გამოშვებული საიმედო მანქანების ჩამონათვალში დომინირებს.
გამძლეობა და საიმედოობა ის ასპექტებია, რაც თითქმის ყველა მძღოლს აინტერესებს. მეტიც, არიან ადამიანები, ვისთვისაც ავტომობილის შერჩევის დროს ეს ფაქტორი ყველაზე პრიორიტეტულია. ამ თემის აქტუალობას ისიც მოწმობს, რომ ჩვენს YouTube არხზე ყველაზე მეტი ნახვა სწორედ „ისტორიაში ყველაზე გამძლე ავტომობილების“ ვიდეოს აქვს.
აშშ-ში ყოველწლიურად ქვეყნდება ე.წ. Consumer Reports-ი (მომხმარებლის მოხსენებები), რომლის ფარგლებშიც ავტომობილების მფლობელების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მანქანების საიმედოობის რეიტინგი დგინდება. ახლახან ერთი ასეთი მოხსენება გასაჯაროვდა, რომელიც 2021 წლიდან წარმოებული ავტომობილების გამძლეობას ეხება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 2021 წელს გამოშვებული მანქანა ჯერ კიდევ ახალ ავტომობილად ითვლება და შეძენა არც ისე ხელმისაწვდომია ეს ჩამონათვალი მაინც საინტერესო იქნება. სიაში Toyota და Lexus-ის დომინირება არა მგონია გაგიკვირდეთ. 36 ადგილიდან 16-ს ეს ორი ბრენდი ინაწილებს. ხოლო ისეთი მოდელი, როგორც უახლესი თაობის Corolla-ა, „ერთ-ერთ საუკეთესო მეორად ავტომობილად“ არის აღიარებული. Camry-ი კი „მეორადი მანქანის ბრძნულ არჩევანად“ არის წოდებული.
სიაში Honda-ს და Acura-ს 8 მოდელი გვხვდება, რაც არ არის ცოტა. Mazda სამი მოდელით წარმოგვიდგინეს. ჩამონათვალში ამდენივე მოდელითაა Hyundai და Kia.
ევროპული ავტომწარმოებლებიდან საუკეთესო 36 მოდელში მხოლოდ სამი მოდელია. მათში ორი BMW და ერთ Volvo-ა. საიმედოობის კუთხით, არც ამერიკული მანქანები გამოირჩევა. სიაში ერთი ფორდი, ერთი ლინკოლნი და ერთი GMC მოხვდა. სრული ჩამონათვალი კი მანქანის კლასების მიხედვით ასე გამოიყურება: